14 აგვ 2018 19:19 1040

სახლიდან გაპარულმა თუთუიყუშმა მეხანძრეებს აგინა და გაფრინდა

ლონდონში თუთიყუშმა, სახელად ჯესი, სახლის სახურავზე გაიჭედა, რის გამოც მის დასახმარებლად მეხანძრეები გამოიძახეს. თუმცა მოულოდნელად ფრინველმა მათ აგინა.

როდესაც ერთ-ერთი მაშველი კიბით სახურავზე ავიდა და თუთიყუშსმე შენ მიყვარხარუთხრა (მას დაარიგეს, რომ ამ სიტყვებით თუთიყუშს მიიჩვევდა), თუთიყუშმა იგივე სიტყვებით უპასუხა, შემდეგ კი შეაგინა

ჯესი სახლიდან გაიპარა და მეზობლის სახლის სახურავზე 3 დღე იჯდა. პატრონებმა მისი სახურავიდან ჩამოსვლაზე დათანხმება ვერ შეძლეს, რის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს.თუთიყუშის პატრონები მიიჩნევდნენ, რომ  ის დაშავდა, თუმცა როდესაც მეხანძრეები სახურავზე ავიდნენ, ის ჯერ სხვა სახლის სახურავზე გადაფრინდა, შემდეგ კი ხეზე.

მოგვიანებით ის მშობლიურ სახლში დაბრუნდა.

იმედინიუსი