14 აგვ 2018 16:58 599

ლონდონში მომხდარ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

ლონდონის ცენტრში, ვესტმინსტერის სასახლესთან მომხდარ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, მამაკაცი, რომელიც Ford Fiesta- მარკის ავტომობილს მართავდა, ჯერ ველოსიპედისტებს და ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი ვესტმინსტერის სასახლის გალავანს, სადაც ბრიტანეთი პარლამენტის სხდომები მიმდინარეობს. შედეგად დაშავდა რამდენიმე ქვეითი. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, პოლიციის ინფორმაციით ის 25-30 წლის მამაკაცია, ადრე სამართალდამცევების ყურადღების ქვეშ არ მოქცეულა. სკოტლანდ იარდის განცხადებით, ის პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.ამ დროისთვის ტერიტორია , სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა გადაკეტილია და პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.

ნიუპოსტი