14 აგვ 2018 16:22 893

ბოიკოტს ვუცხადებთ ამერიკულ პროდუქციას - თუ მათ აქვთ IPHONE, ჩვენს ქვეყანაში არის VENUS და VESTEL

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ  ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადოს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკას iPhone- აქვს,თურქეთში  Samsung-იც არსებობს და ადგილობრივი მარკის Venus Vestel-ის გამოყენებაც შეუძლია.

თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური თავდასხმა ხორციელდება. ადრე მსგავსი ფაქტები უფრო ფარულად ხდებოდა, ახლა კი ღიად მიმდინარეობს. ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ ზომებს ვიღებთ, ფინანსთა სამინისტრო და სახაზინო დეპარტამენტი დღე და ღამე მუშაობს.

ჩვენ ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას. თუ მათ აქვთ iPhone,  კიდევ არის  Samsung. ჩვენს ქვეყანაში არის  Venus და  Vestel(თურქული სმარტფონის ბრენდი)”- განაცხადა ერდოღანმა.

მიმდინარე წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით გაუფასურდა. აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობის მიზეზი ამერიკელი პასტორის დაკავება, თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგება და ანკარას გეგმა გახდა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სისტემის შეძენა სურს.

მეტრონომი