11 აგვ 2018 10:40 625

რატომ ტოვებენ ქართველები თურქეთს?

თურქული ლირის გაუფასურების გამო თურქეთში დასაქმებული ქართველები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლას ან სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ.

ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ გაუმართლათ მხოლოდ მათ, რომლებიც ანაზღაურებას დოლარში იღებენ.

შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. დასაქმებული ქართველების ნაწილმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა.

-აზრი აქვს აქ დარჩენას, ლირა ყოველდღე უფასურდება. რომ ჩამოვედი 1 500 ლირა მქონდა ხელფასი, ეს დაახლოებით 1 100 ლარი იყო, ახლა 700 ლარია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნდე, – უთხრაბიზნესპრესნიუსსთურქეთში დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა.

-გაკუპონებულ ლირაზე მუშაობას აზრი აღარ აქვს. უკვე დავიწყე საბუთების მზადება და სამუშაოდ, ალბათ, იტალიაში გადავალ. სხვა გზა აღარ არის, აქ ლირას ძალა აღარ აქვს, – განაცხადა კიდევ ერთმა ქართველმა.

თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. „ბლუმბერგისსავაჭრო პლატფორმაზე დღეს ერთი დოლარი 5,24-5,25 ლირაა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, ლირა დოლარის მიმართ იანვრიდან დღემდე თითქმის 37%-ით გაუფასურდა. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 5,15 ლირა ღირდა.

კურსი 1 თვეში – 16%-ით, 1 კვირაში – 5%-ით, 1 დღეში კი 3%-ით გაუფასურდა.

დოლარის პარალელურად ლირა გაუფასურდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ვალუტასთან. ერთ თვეში ევროსთან მიმართებაში კურსი 5.37-დან 6.08-მდე შეიცვალა, ფუნტთან მიმართებაში 6.09-დან 6.83-მდე, ლართან მიმართებაში კი 1.86-დან 2.21-მდე. 1 თვის წინ ლირა 53.5 თეთრი ღირდა, დღეს ფასი 47.6 თეთრია.

თურქეთი ვენესუელას და ზიმბამვეს სცენარებიდან ჯერ ძალიან შორს დგას, თუმცა უახლოეს მომავლში ექსპერტები პოზიტიურ შემობრუნებას არ მოელიან.

sarkenews.ge