11 აგვ 2018 10:17 3692

ეიფელმა პარიზის ცნობილ კოშკამდე ბორჯომის ხიდები დააპროექტა?

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაკა ბოცვაძე ფეისბუკის პირად გვერდზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

„საოცარი რამ მიამბო დღეს არაჩვეულებრივმა ადამიანმა, თავის დროზე ცნობილმა სპორტსმენმა სამთო-სათხილამურო სპორტში და ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის ნამდვილმა მემატინემ, ოთარ გოცირიძემ
ცემსა და სადგერს შორის არსებული მსუბუქი კონსტრუქციის ხიდი, რომელიც ბუნებრივად ერწყმის გარემოს და არ ფარავს ხედს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაუპროექტებია გუსტავ ეიფელს. მასვე ეკუთვნის ბორჯომის პარკის ხიდების პროექტი, რომელთაგან ორი დღემდე შემორჩენილია.

ბავშვობიდან ლამის არც ერთი ზამთარ-ზაფხული გამიცდენია, მგონი აქაურობის ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი მაქვს და არასდროს მსმენია ამის შესახებ, ვერც წარმოვიდგენდი, თუმცა ის კი მახსოვდა, რომ ეიფელის კოშკამდე, სწორედ ხიდების მშენებლობით გაითქვა სახელი ამ პატიოსანმა კაცმა.) 
ჩვენს კუდაბზიკობასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და გონივრულად გამოიყენებდა ამ ფაქტს თუნდაც ტურიზმის კუთხით.

როგორ მოხვდა გუსტავ ეიფელი საქართველოში შევეცდები უახლოეს მომავალში მოგიყვეთ, როცა ბაკურიანში წვიმა გადაიღებს, მე კი-ამ ხიდების ფოტოებს. ამასობაში, აქაური ინტერნეტიც გამოკეთდება. მანამდე კი გიტოვებთ მრავალმხრივ საინტერესო კაცის და უკეთილშობილესი პიროვნების, ბატონ ოთარ გოცირიძის ფოტოს, რომელთანაც ყველას მოუხარია

Tamar Jacobs - 1902 წელს ააშენეს ეგ ხიდი. ეიფელის მამა გერმანელი იყო და შესაბამისად ხიდის დაკვეთაც გერმანელების გავლენით მოხდა.

სხვათა შორის, ნიუ ორკის თავისუფლების ქანდაკების ჩონჩხიც ეიფელის დაპროექტებულია.