11 აგვ 2018 08:44 1007

„ოცნებაში“ არსებული ნაპრალების ამოვსება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამაც ვერ შეძლო..“

დღევანდელი წინასაარჩევნო სიტუაცია კვლავ ძველი ოპერიდანაა - ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი, - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსინტერპრესნიუსისთვისმიცემულ ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

 

მისი თქმით, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთ მონუსხულ წრეზე ტრიალებს და არ სურს დაინახოს რადიკალური განახლების აუცილებლობა.

 

როგორც - ტრაგიკომედიას: „ნაციონალებისხელისუფლებიდან წასვლის 6 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მივიღოთ რეალობა, როცა მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებანაცმოძრაობისთუნაციონალებიდანგამოსული ორი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ შეიძლება გააკეთოს ის, რომ 2012 წლის შედეგ პირველად, „ნაციონალებისრეინკარნაციის ანუ ხელისუფლებაში მობრუნების შიშმაც კი ვერ გამოიყვანოსანტინაციამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ის ზღვარგადასული აგრესია, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ იღვრება სოციალურ ქსელებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პოზიციები არც მთლად უიმედოა. პირიქით, მას კარგად შეუძლია ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ლოზუნგით - ვისაც არ გინდათნაციონალურიმეორე ტური - ხმა მიეცით ამა თუ იმ კანდიდატს ან ბოლო წუთს საკუთარი კანდიდატი შემოაგდოს და იმავე აუცილებლობით ახსნას - ორივე სცენარი გაცილებით უკეთესია, ვიდრე - დღეს არსებული სტატუს-კვო“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

 

მისივე შეფასებით, არანაკლებ დამაფიქრებელია უშუალოდოცნებაშიარსებული ნაპრალები, რომლის ამოვსება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამაც ვერ შეძლო

 

მართალია, ახლაოცნებაშიმიმდინარეობს საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია - თუ რა ემართებათ ურჩებს, მაგრამოცნებისწაფორხილების შემთხვევაში - ის იმაზე სწრაფად დაიშლება, ვიდრე თავის დროზე შევარდნაძის გარემოცვა: თუ მაშინ ამაზე წლების მანძილზე მეთოდურად მუშაობდნენნაციონალები“, ახლა ყველაფერი მზად არისოცნებისბრინჯივით დასაშლელად. მიზეზი გახლავთ ის, რომ გუნდი არ არის შეკრული საერთო იდეის და მიზნის გარშემო - ანუქართულმა ოცნებამმოსვლის დღიდან არ დასახა საერთო მიზანი, რისკენაც უნდა წავიდეს ქვეყანა. ერთადერთი, რაც ამ წლების მანძილზექართულ ოცნებასსაერთო ჰქონდა, ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს არ არის ის იდეა და მიზანი, რომელიც გუნდის ერთიანობას განაპირობებს, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება გარემო და სიტუაცია, რეიტინგები, საგარეო პარტნიორების მესიჯები და .. დღევანდელი წინასაარჩევნო სიტუაციაც, როგორც იტყვიან, კვლავ ძველი ოპერიდანაა: - ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთ მონუსხულ წრეზე ტრიალებს და არ სურს დაინახოს რადიკალური განახლების აუცილებლობა. არადა, ბოლო სოციოლოგიური კვლევების მონაცემები, ფაქტობრივად, ყველა მათგანის განაჩენია - საზოგადოება მათ საჭიროებას ვეღარ ხედავს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

mkhare.ge