11 აგვ 2018 08:25 2341

„ქართველების გენოციდის ხერხემალი დღევანდელი განათლების ანტისახელმწიფოებრივი სისტემაა...“

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„--- გენოციდი --- ჩვენ ახალგაზრდობას წარმოდგენა არ აქვს საქართველოს წარსულზე, რეალურ აწმყოზე და მით უმეტეს მომავალზე. მათი ცოდნა მეტწილად უცხოურ სპეცსამსახურებში დამუშავებულ განათლების სისტემაზეა დამყარებული. ეს სისტემა კი არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს განათლების სისტემაა, საიდანაც სრულებით ამოღებულია ის სწავლება, რომელიც წყალივით აუცილებელია ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის. ქვეყანაში მოქმედებს დროის გაყვანის ფარული გეგმა, რომელიც ძველი თაობების წასვლის და ახალი, ქართული ფასეულობებისადმი ინდეფერენტული თაობების ასპარეზზე მოსაყვანადაა მოფიქრებული. დღევანდელი ქართველები ჩართული არიან ნეოლიბერალურ აბსურდულ იდეოლოგიაში. ეს ,,იდეოლოგია,, კი აგებულია ისეთი ხარისხის სოციალურ ფონზე, რომ ქართველებს აღარავითარი დრო და რესურსი აღარ დარჩეთ მომავალი თაობების სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებისთვის. ამ ანტიქართულ პროცესს აჩქარებს კანონით გათვალისწინებული და უხვად დაფინანსებული ისლამიზაცია-- სინგაპურიზაციის პროცესი, რომლის წინააღმდეგაც პროტესტის გამომთქმელთა ასაკი წარმავალ თაობებს განეკუთვნება. ახალგაზრდობა კი ამ პროტესტში საერთოდ არ მონაწილეობს. სრულებით დარღვეულია თაობათა კავშირი, რომელიც დიდი ეროვნული პროტესტის შესაქმნელად წყალივითაა საჭირო. ეს გათიშულობა კი განათლების სისტემის ნეოლიბერალურ საფუძვლებს ემყარება... სახეზეა დახვეწილი მეთოდებით შემუშავებული ქართველების გენოციდი, რომლის ხერხემალიც დღევანდელი განათლების ანტისახელმწიფოებრივი სისტემაა... ასეთ სისტემასთან ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ერს აღმოაჩნდება ფინანსური რესურსი, ალტერნატიული, ანუ ქართული განათლება-კულტურის სისტემის შესაქმნელად. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ქართული კაპიტალი თვითგადარჩენის ამ ალტერნატიულ საგანმანათლებლო სისტემაზე არ მუშაობს.... რეალურად არც საქართველოში და არც ემიგრაციაში ქართველები ქართული სახელმწიფოს მომავალზე არ ზრუნავენ. გენოციდური მანქანა კი ჩართულია, რომელიც დროსთან ერთად ანადგურებს ძველ თაობებს და მოჰყავს ახალი, ანტიქართული თაობები..“ - წერს გურამ ქართველიშვილი.