10 აგვ 2018 22:20 740

წყემსა და ზანათში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

აბაშაშიმდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებშიწყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობასორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება

ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი​, ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება

მარშალპრესი