10 აგვ 2018 18:37 556

გერმანიამ ვიდეოთამაშებში ნაცისტურ სიმბოლოებზე ცენზურა მოხსნა

გერმანიაში ვიდეოთამაშებში ნაცისტური სიმბოლოების გამოყენებაზე ცენზურა მოიხსნა. ცვლილება გულისხმობს, რომ ვიდეოთამაშებში უკვე შესაძლებელია არტისტული მიზნებისთვის ასეთი ნიშნების გამოყენება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აქამდე გერმანიაში ნაცისტური სიმბოლოების სახელოვნებო სფეროში გამოყენება იკრძალდებოდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილ ვიდეოთამაშ Wolfenstein-ში (თამაშის გერმანულ ვერსიაშიშეცვლილი იყო სვასტიკის სიმბოლო, ჰიტლერის პერსონაჟი სხვა სახელით იყო, ულვაშები კი საერთოდ არ ჰქონდა

ამ შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ზოგადად ნაცისტურ სიმბოლოებზე ცენზურა მაინც რჩება, თუმცა გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის მაკონტროლებელი კომპანია (USK) აცხადებს, რომ სიმბოლოების გამოყენების პრინციპი ვიდეოთამაშებისთვის ისეთივე იქნება, როგორც ეს ფილმების შემთხვევაშია.

იმედინიუსი