15 ივლ 2018 18:51 8319

„ნამდვილები“ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

გუშინ ვაკის პარკში  პარტია „დემოკრატიული საქართველო-ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი შეიკრიბა. როგორც „ალიას“ ამ შეკრების ერთ-ერთმა  ორგანიზატორმა და მონაწილემ განუცხადა: „ეს იყო იმ ადამიანების გაცნობითი ხასიათის შეკრება, ვინც პარტიის შექმნის დღიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი და მომხრეა. შეკრება სპონტანურად, ფეისბუქში დაანონსდა და ხალხი რეგიონებიდან ჩამოვიდა.  „ოფისთან რატომ უნდა შევკრებილიყავით, ვინმეს რომ პროვოკაციისათვის გამოეყენებინა? ჩვენ შევქმენით 16 კაციანი საინიციატივო ჯგუფი და გადავწყვიტეთ ღია წერილით მივმართოთ ბატონ ბიძინას“- ამბობენ შეკრების მონაწილეები.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

პარტია ,,დემოკრატიული საქართველო--ქართული ოცნების“ თავჯდომარეს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს!

მოგესალმებით  ბ -ნო ბიძინა, 2012 წლიდან თქვენი თანამოაზრეები და  თანამებრძოლები!

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ვიყავით თქვენს გვერდით,იდეურადაც და  ფიზიკურადაც. ვიდექით თქვენი  და ჯერ კიდევ არ არსებული, ჯერ არ ჩამოყალიბებული პარტიის შექმნის სათავეებთან და შეიძლება ითქვას, მემატიენეებიც კი ვართ ჩვენს რაიონებში. თქვენთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია ის ავადსახსენებელი პერიოდი, რომელიც ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ქართველი ერის, თორემ საკუთარ თავს და ღირსებას აღარავინ დაეძებდა. ეს იყო დიდი , არათანაბარი გამოწვევის პერიოდი და თქვენ  ეს გამოწვევა აიღეთ საკუთართავზე. თქვენ გახდით უღალატო ლიდერი და მეგობარი ჩვენთვის!

ეს პარტია ჩვენს   ჩვენს თვალწინ იქმნებოდა და შეიძლება ითქვას, თვითოეული ჩვენგანის უშუალო ჩართულობით  და მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, ძირითადად რეგიონებში ბევრი ჩვენგანი იყო პარტიიის დამფუძნებელთა რიგებში. ვიყავით გამოუცდელები პარტიულ საქმიანობაში, მაგრამ გულანთებულნი, ჩვენთვის დიდი პატივი იყო და არის თქვენი პარტიის რიგებში დგომა რიგით ჯარისკაცებად.

დღეს ეს ადამიანები (ანუ ,ჩვენ  და ჩვენისთანა კიდევ  ბევრია, ვინც აქ ვერ  აწერს ხელს, ) ჩამოშორებულები ვართ  აბსოლუტურად ყველა  პროცესებს როგორც პარტიაში, ისევე სახელმწიფოს მშენებლობის საკთხებში.  ჩვენი განდევნა მოხდა სრულიად გაუგებარი და აუხსნელი  მიზეზებით, ერთი რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ გვდევნიან დაწინაურებული კოჰაბიტირებულ -პორტირებული ,,მეოოცნებეები“. ამ დევნის ძირითდი ხაზად კი იკვეთება ნეპოტისტური პოლიტიკა. ადამიანები, რომლებიც არამცთუ არ ყოფილან ქართული ოცნების  სათავეებთან, არამედ, იყვნენ ჩვენი მოწინააღმდეგები და მაშინ გვილახავდნენ უფელებებსა და ღირსებებს. მათთვის ყოველთვის საქილიკო თემა იყო ჩვენი პარტია და ლიდერები. დღესაც  იგივეს აგრძელებენ, ოღონდ ახლა უკვე ქართული ოცნების მანდატით.

ბევრი ჩვენგანი ,,ქართული ოცნების სახე  იყო  კონკრეტულ ლოკაციაში და  ბევრიც მოვიზიდეთ, როგორც ჩვენი ერთგული ამომრჩეველი ჩვენივე ავტორიტეტით. ჩვენი ავტორიტეტი კი, ეფუძნებოდა პარტიის და მისი ლიდერების ავტორიტეტს, რომელთა მიმართ პატივისცემა ცხოვრების წესად გვექცა. სწორედ ეს არ გვაპატიეს ! მათ კარგად იცოდნენ, რომ პარტიის გამორჩეულად აქტიური და ერთგული ნაწილის მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები დასცემდა როგორც პარტიის ავტორიტეტს, ასევე  იმოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე. შედეგებიც სახეზეა, ამომრჩევლის დაბნეულობა, გულგრილობა, ერის და ბერის  ნიჰილიზმი, საერთშორისო კვლევის შედეგები, ღალატი გუნდში. თუმცა, თქვენი დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ, ხომ  აღიარებაა, რომ ყველაფერი კარგად არაა!

ამასთან, გვინდა იცოდეთ, რომ თვითოეული ჩვენგანი, კონკრეტულ პრობლემებს ყოველთვის ვაწვდიდით  პარტიის ცენტრალურ ოფისს, გვინდოდა უხმაუროდ და დროულად მოგვარებულიყო საკითხები, რათა არ შელახულიყო პარტიის იმიჯი. ვხვდებოდით კონკრეტულ პირებს, იმედი გვქონდა რეაგირების, პასუხად მივიღეთ მუქარა პარტიის სახელით.  ჩვენ მათი ავტორიტეტის გამო არ აგვირჩევია პარტია „ქართული ოცნება“, ამიტომ ვერც არჩევანი შეგვაცვლევინეს დაშინებითა და „მეგობრული“ რჩევებით.

ჩვენ გვინდა თქვენი და ჩვენი,  ქართველი ხალხის მონაპოვარის დაცვა,რომელსაც ფაქტობრივად,  ვკარგავთ. მაშინ ,როდესაც სულიერ მამებსაც კი უჭირთ ერის გამხნევება, ძნელია სამართლიანობის მებრძოლისთვის  „მიჩენილი ადგილს“ შეგუება!

ბა-ნო  ბიძინა! თქვენმა დაბრუნებამ პოლიტიკაში და პარტიაში, მოგვცა დიდი იმედი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ  გყავთ უღალატო, ერთგული არმია, ჩვენ თქვენ გელოდით!  ამიტომ, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას . გპირდებით,  კერძო პრობლემებით  არ შეგაწუხებთ და წარმოგიდგენთ კონკრეტულ წინადადებებს საერთო საქმისთვის. ჩვენ , საკმაო  კომპეტენციის ადამიანები  ვართ რომელთა გამოყენება პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება , ისევე როგორც ეს მაშინ მოხდა, 2012 ში 1 ოქტომბრისთვის.

ჩვენ იმ უბრალო, მაგრამ  გულწრფელი და სამართლიანი ხალხის ნაწილი ვართ ქვეყნის იმიჯსა და მომავალზე უნაგრაოდ რომ ზრუნავს.

ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც  გამარჯვებაში ჩვენი  მაქსიმუმი გავაკეთეთ უღალატოდ.

დიდი პატივისცემით თქვენდამი, უმორჩილესად გთხოვთ, მოახერხოთ ჩვენს ჯგუფთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრა.