12 ივლ 2018 19:45 275

ბანკების მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები 39%–ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ყველაზე მეტი პრეტენზია მომხმარებელმა მიმდინარე ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქვა

2018 წლის ხუთ თვეში კომერციული ბანკების მიმართ  პრეტენზიების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%–ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

აღნიშნულ პერიოდში ეროვნულ ბანკს საბანკო პროდუქტებისა და ბანკების სერვისით უკმაყოფილო 2 047–მა პირმა მიმართა.

2018 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი —782 პრეტენზია მიმდინარე ანგარიშებს შეეხებოდა, 196 საჩივარი მოდიოდა საკრედიტო ბარათებზე, 404 – სამომხმარებლო სესხებზე, მომენტალური განვადებით უკმაყოფილო იყო 115 მომხმარებელი, ოვერდრაფტით —40, ავტოსესხთან დაკავშირებით კი  მხოლოდ 3 პრეტენზია გამოითქვა.


ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 5 თვეში  არცერთი საჩივარი არ დაწერილა  ბინის რემონტისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებით

კომერციულმა ბანკებმა გამოთქმული პრეტენზიებიდან საფუძვლიანად  მხოლოდ 366  მიიჩნიეს, ხოლო 1 526 განაცხადი კი  უსაფუძვლოდ. 106  შემთხვევის განხილვა  კომერციულ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებია.

 

sputnik-georgia.com