12 ივლ 2018 19:40 264

აი, დავბრუნდები სამიტის შემდეგ და ვიტყვი - მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადებს, იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

აი, დავრუნდები სამიტის შემდეგ და ვიტყვი. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე საქართველოსთვის ოპტიმისტური განცდა მაქვს. მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭიროა, სამიტებზეც და სამიტებს გარეთაც...“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ნატო- სამიტის ფარგლებში იმყოფება. ის საფრანგეთის პრეზიდენტ  ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ასევე შეხვედრა შედგა, მარგველაშვილსა და სტოლტენბერგს შორის.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის არჩევნებზე აირჩიეს. ისქართული ოცნებისკანდიდატი იყო.

imedinews.ge