12 ივლ 2018 19:06 228

"რატომ არ გვიხსნიან რატომ წავიდა კვირიკაშვილი, რა დააშავა ამ ადამიანმა?"

პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საქართველოს პრეზიდენტს. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური ველიდან, შემდეგ კი მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოდან გაქრობამ, კითხვები გაუჩინა არა მარტო პარტნიორ ქვეყნებს, არამედ საქართველოს ყველა რიგით მოქალაქეს. გიორგი მარგველშვილის თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს მოსახლეობას ღირსად არ თვლის, რომ ეს საკითხი აუხსნას:

პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით შეკითხვები პარტნიორებს კი არა რიგით საქართველოს მოქალაქეებსაც აქვს. თუ ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი. არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან, რატომ არ ვართ ღირსი, რომ გავიგოთ, რომ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თურმე მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, შემდეგ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება. რა დააშავა ამ ადამიანმა? ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც როცა შედიხარ აღარ გეკითხებიანგვეშველება რამე?’, გეკითხებიან კვირიკაშვილი რატომ წავიდა. მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

newposts.ge