12 ივლ 2018 18:57 1045

ივანიშვილი ხაზარაძის წინააღმდეგ - რას აცხადებენ "თიბისი ბანკში" პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებულინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ, არაფერი სმენიათ.


თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია, არაფერი გვსმენია დაშესაბამისად ვერაფერს დაგიდასტურებთ“- გვითხრეს თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საპირისპიროს ამტკიცებსნიუპოსტისწყარო.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი ბიძინა ივანიშვლმა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება პირადად გასცა. ყოფილ პრემიერთან დახლოებული პირი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა და თქცვა, რომ ,,ხაზარაძე ხადარკოვსკის ბედს გაიზიარებს“.

წყრაო გვიყვება, რომ მთავარ პროკურატურას მიღებული აქვს დავალება თიბისი ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა შეისწავლოს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. არსებული ინფრომაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს კონკრეტული პირები, ვისაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკიდან მსხვილი კრედიტები აქვთ აღებული, მათ შორის ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც, წყაროს ცნობით, ზეწოლის მიუხედავად, არ მისცა ხაზარაძის წინააღმდეგ ჩვენება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კერძო საუბრებში ადასტურებენ, რომ ხაზარაძეს მართლაც ელოდება ,,ხადარკოვსკის ბედიდა მისი განდაგურების ბრძანება უშუალოდ ივანიშვილისგან მოდის.

ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატები არ მალავენ რომ ექსპრემიერი მიზნად ისახავს თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას.

ისიც ცნობილია, რომ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების ერთერთი მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტის მშნებლობის კონტრაქტი გახდა.

newposts.ge