12 ივლ 2018 18:53 422

მაგთიკომი მომხმარებლებს აფრთხილებს - რომელ ადგილებში გაითიშება ქსელი?

კომპანია "მაგთიკომი" განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, გარკვეული პერიოდითგაითიშება 2G, 3G, 4G და სი დი ემ ეი ქსელი.

"გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 12 ივლისიდან  13 ივლისის ღამეს, 01:30 საათიდან 05:30  საათამდე პერიოდში, გაითიშება  2G, 3G, 4G და სი დი ემ ეი ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას.  მითითებულ პერიოდში  სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 20 წუთით.

მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა (თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას)", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

ქსელი შეიძლება გაითიშოს შემდეგ ადგილებშიდაბა მესტია. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაგომი, სოფელი დიდი ჯიხაიში, სოფელი ხუნჯულაური, სოფელი ნაბაკევი, სოფელი დაფნარი, სოფელი მელაური, სოფელი ჩხენიში. დავიდ-გარეჯი. მარნეულის მუნიციპალიტეტი (ნაწილი); ქალაქი გარდაბანი. სოფელი ბოტანიკა, სოფელი ჯანდარი, სოფელი ქესალოალგეთის სამხედრო ბაზაწითელი ხიდისაგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი უდაბნოვახტანგისი, კურორტი ბახმარო,  დაბა ჩოხატაური, სოფელი კალაგონი, სოფელი ქვბღა, სოფელი ხევი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მამათი

imedinews.ge