12 ივლ 2018 18:44 1131

აშშ-ის საელჩო სმითების ოჯახის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს ვერ დაფარავს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრების სამშობლოში გადასვენების ხარჯებს ვერ დაფარავს. ამის შესახებ რადიო "მარნეულისაელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც საელჩოში განმარტავენ, სმითების ოჯახს საკონსულო ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით ეხმარება.

რადიო "მარნეულის" ცნობით, სმითების ოჯახის გადასასვენებელი თანხების შეგროვება დაიწყო.

შესაგროვებელი თანხა გულისხმობს, სმითების ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლას, ასევე გარდაცვლილების გადასვენებას საკუთარ ქვეყანაში და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას. სულ შესაგროვებელია 30 000$, ამ დროისთვის კი შეგროვებულია 23 457$.

ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საქმის ძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) ჩაერთო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს, 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

imedinews.ge