12 ივლ 2018 18:40 391

13 ივლისს მზის დაბნელებას და მაგნიტური დღეს უნდა ველოდოთ - ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ

ივლისის თვეში მზის და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება. 13 ივლისს, პარასკევს ადგილი ექნება მზის ნაწილობრივ დაბნელებას. პიკი 07:02 საათზე იქნება. მზის დაბნელების გარდა 13 ივლისი მაგნიტური დღეცაა.

მზის დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიის უკიდურეს სამხრეთში, ახალ ზელანდიაში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ან ანტარქტიდის სანაპიროზე.

ასტროლოგები საზოგადოებას ურჩევენ, მოერიდონ კონფლიქტებს, ეგოიზმის გამოვლინებას. ამასთანავე ამ დღეს არაა სასურველი ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის მიღება, ნერვიულობა, სიმძიმეების აწევა. არ არის სასურველი ფინანსური გარიგება, ხელშეკრულების დადება, ბინის შეცვლა, ქორწინება, მცენარეების დარგბა და გადარგვა.

ივლისის თვე იმითაც არის გამორჩეული, რომ 27 ივლისს სავსემთვარეობისას ადგილი ექნება მთვარის სრულ დაბნელებას.

newposts.ge