14 ივნ 2018 14:40 968

„თქვენს მზაკვრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია“

მწერალი მერაბ შათირიშვილი წერს:

„მადა ჭამაში მოდის!..
ვიცნობთ ნაცებისა და ცხრაფეხნაცების მოდგმას, კვირიკაშვილის გადადგომა და ხელისუფლების გადახალისება მათი „მობრუნებისთვის“ ხელსაყრელი პირობებია, თუმცა გეგმის განხორციელებას ცხადლივ არეულობითა და დესტაბილიზაციით სადავეების ხელში ჩაგდებით შეეცდებიან და უკან არაფერზე დაიხევენ, ლანძღვა-გინებასა და მუქარის ტონალობას არაფრით შეანელებენ...
გასაგებია, კოჰაბიტაციამ და „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივმა მიდგომებმა და ნამდვილი, უანგარო თანამებრძოლების საეჭვო პერსონებით ჩანაცვლებამ გამოიწვია ეს ყოველივე და, რაც დღეს გვჭირს, ცხადია, ამ გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო პოლიტიკით გვჭირს...
მიუხედავად ამისა, ნაცებსა და ცხრაფეხნაცებს ავიწყდებათ, რომ საქართველოში არსებობს 2012 წლის პოლიტიკური ბრძოლის უზარმაზარი აქტივი - მთელი არმია, რომელმაც მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლება დაათმობინა სისხლიან რეჟიმს და სახელისუფლო სიკეთეებით არაფერი უსარგებლია, ვაცხადებ, დაწყებულია ამ „არმიის“ თავშეყრა- გაერთიანება, ეს პროცესი გარდუვალად შეუჩერებელია და, იმედი არ გქონდეთ ნაცცხრაფეხებო, ხელისუფლებაში არეულობის გზით მოხვიდეთ... თორმეტიანელები, მალე კონსტრუქციულ, არარევანშისტულ, თუმცა მკაცრ და შეუვალ ძალად იქცევა და, სავლეებო, რადგან პავლეობა არ გსურთ და, არ ინანიებთ მძიმე ცოდვებს, თქვენს მზაკვრულ გეგმებს განხორციელება არ უწერია...
საქართველოს ხელისუფლებაში - არეულობისა და არჩევნების კონსტიტუციური ვადების დარღევით, ან რაიმე ძალადობით - ვერავინ მოვა და ამის გარანტი, ჩვენ, თორმეტიანელები გავხდებით!..
დიახ, ხმამაღლა ვაცხადებ, 2012 წლის მონაპოვარს ცოცხალი თავით ვერც ვერავის გავაბიაბრუებინებთ და, ვერც ვერავის გადავუქცევთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსად...
ვიდრე სავლეები ხართ, თქვენ, ხელისუფლებაში მოსვლა, არანაირი გზით გიწერიათ, რადგან, ჩვენ, ჯერ კიდევ გვიდგას პირში სული!...“