14 ივნ 2018 14:37 1011

„თქვე ჩემისებო, დავით აღმაშენებელმაც კი დაწერა "გალობანი სინანულისანი"

ცოტნე გამსახურდია წერს:

„როდის გვეღირსება სახელმწიფოს სათავეში ადამიანი, რომელიც ცოტა ფილოსოფიურად მაინც შეხედავს საკუთარ ყოფას და ყოფიერებას, ცოტა დისტანციიდან მაინც შეძლებს მისი დღევანდელი ადგილის დანახვას, არ იქნება ფუყე ეგოცენტრიკი და მიიღებს სამყაროს ცვალებადობას და წარმავალობას?

თქვე ჩემისებო, დავით აღმაშენებელმა თუ დაწერა "გალობანი სინანულისანი", ამ დაქცეულ და მიწასთან გასწორებულ ქვეყანაში თქვენ რა აკეთეთ ისეთი, რომ სანანებელი არაფერი გქონიათ?!

„მინდა იმ ადამიანების საყურადღებოდ ვთქვა, რომლებიც ყვავ–ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე– 11 სართულს და დაყენებული აქვთ წამმზომები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს წამმზომი მინიმუმ, რამდენიმე წელი არ დარეკავს."

ბოტონი პრემიერი, 30 მარტი, 2018“