14 ივნ 2018 13:51 1867

მკვლელობის სავარაუდო იარაღი ლურსმანდაჭედებული ფიცარია-ვინ იყო ბიჭი,რომელიც დღეს დილით მოკლეს

34 წლის დავით გუზიტაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების ინფორმაციით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს. პაციენტმა თავად თქვა უარი კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე. ის უკვე გადაყვანილია  სამმართველოში.

„შემოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 36 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში. იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები. კონტაქტში არ შემოდიოდა, ჩივილებს ვერ წარმოადგენდა. ჩაუტარდა მკურნალობა. კლინიკაში მკურნალობაზე განაცხადა უარი და ხელწერილის საფუძველზე გაწერილ იქნა კლინიკიდან,“-განაცხადა ექიმმა გიორგი ბერიაშვილმა.

 

მკვლელობა ნაძალადევის რაიონში დილით მოხდა. ურთიერთშელაპარაკების დროს 34 წლის დავით გუზიტაშვილი მოკლეს. მას თავში ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ დავით გუზიტაშვილს თავში ფიცარი ჩაარტყეს, რომელზეც ლურსმანი იყო დაჭედებული.

 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბში მონაწილე ორივე პირი ნასვამი იყო.

 

cyc.ge