14 ივნ 2018 13:47 941

15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა... მას მერე, უკვე ერთი თვეა, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს. შინაგანი ორგანოები გიორგის მწყობრში აქვს, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოხდა და იმედოვნებენ, ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი მოახერხებს სიცოცხლისთვის ბრძოლას... - წერს „მშობლები.ჯი“

 
თუმცა სამწუხაროდ, ამასობაში ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც აქამდე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე - არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.


გიორგის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას - დედას და მამას დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი ისევ გაახელს თვალებს, ისევ დადგება ფეხზე და თავისი მხიარული, დაუდგრომელი ხასიათით გაახარებს გარშემო მყოფებს. 

თუ ბევრი ერთად დავეხმარებით, იქნებ კიდევ ერთი ახალგაზრდა გადავარჩინოთ. 


საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 - დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან. ზარის საფასური - 1 ლარი.
- - - 

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი:
TBCBGE22
მიმღების დასახელება - გელა გორგაძე
ანგარიში ლარებში: GE78TB7641945061100073


-----------------------
FOR EUR TRANSFER
DEUTSCHE BANK AG
FRANKFURT/MAIN, GERMANY
SWIFT: DEUTDEFF
BIZ: 50070010

ანგარიში დოლარში:

INTERMEDIARY: CITIBANK: N.A
NEW-YORK, USA 
SWIFT: CITIUS33 
ABA 021000089

BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank 
SWIFT TBCBGE22
BEN"S Account: NAME OF BENEFICIARY - Gela gorgadze
bank code: TBCBGE22 

BENN"S ACCOUNT: GE78TB7641945061100073

NAME of BENEFICIARY: Gela Gorgadze

- - - - 


ანგარიში საქართველოს ბანკში:
ბანკის კოდი: BAGAGE22 
მიმღების დასახელება: გელა გორგაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE12BG0000000100953344


- - - - 
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLARIN FAVOUR IF CUSTEMERS OF JSC BANK OF GEORGIA
Intermediary Bank: Citibank N.A ., New York, USA,
SWIFT: CITIUS33
Account With Institution: Bank of Georgia

SSWIFT: BAGAGE22 
29a Gagarin Street 

tbilisi0160 Georgia

BENEFICIARY: Gorgadze Gela

Account: GE12BG000000010095334
4


BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO DOLLARIN FAVOUR IF CUSTEMERS OF JSC BANK OF GEORGIA
Intermediary Bank: Commerzbank,FRANKFURT, Germany 
SWIFT: COBADEFF
Account With Institution: Bank of Georgia 
SSWIFT: BAGAGE22 
29a Gagarin Street 
tbilisi0160 Georgia

BENEFICIARY: Gorgadze Gela

Account: GE12BG0000000100953344