14 ივნ 2018 13:37 742

ვინ შეცვლის წულუკიანს?

დღეს 17.00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისში, დახურულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის დასარჩენ და ახალ წევრებზე იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი სავარძელს დაემშვიდობება. 

თეა წულუკიანის შემცვლელად თამარ ჩუგოშვილი და შალვა თადუმაძე სახელდებიან. ჩუგოშვილი სხდომის დაწყებამდე ამ ინფორმაციას ასე ეხმაურება: ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ“