14 ივნ 2018 00:54 1169

„ივანიშვილმა კიდევ ერთი, შექმნილ სიტუაციასთან არანაირ კავშირში არმყოფი მსუყე ბარტყი გადმოაგდო“

ირინა სარიშვილი წერს:

„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილის გადაწყვეტილებით კვირიკაშვილი გადადგა რაც ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას მაგრამ არიდებს პასუხისმგებლობას მინისტრთა კაბინეტის წევრებს! 
საქართველოში უახლესი ისტორიის ერთ–ერთი უბინძურესი პროცესი დაიწყო – სუფთავდება გზა რუსეთის გზავნილი გახარიასთვის! ამ ეტაპისთვის გახარია შესაძლოა არც გახდეს პრემიერ–მინისტრი მაგრამ მან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს არსებული პოზიცია. იგივე ითქმის წულუკიანზეც. ეხლა ეს მხოლოდ დეტალებია. მთავარია რომ დამნაშავე ჩინოვნიკები დღეს პრემიერის გადადგომას ამოეფარნენ! 
აი ეხლა, სწორედ ეხლა როგორც არადროს ისეა აუცილებელი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ორგანიზაციათა ერთიანობა რომ ეს ყველაზე ვერაგული გეგმა, რომელიც პირდაპირ რუსეთისგან იმართება, ჩაიშალოს! 
წერტილი...

მოკლედ დღევანდელი დღის შეჯამება რომ გავაკეთოთ: 
როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა კიდევ ერთი, შექმნილ სიტუაციასთან არანაირ კავშირში არმყოფი მსუყე ბარტყი გადმოაგდო კვირიკაშვილის სახით, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება თუნდაც მცირე მაგრამ გამარჯვებად, თუ კვირიკაშვილის გადადგომა არ გადაფარავს უმძიმეს სახელისუფლებო კრიზისს, მთავრობის 2 მნიშვნელოვანი ფიგურის – გახარიას და წულუკიანის დანაშაულებრივ ქმედებებს, რადგან სწორედ ამ დანაშაულებრივი სისტემის გადასარჩენადაა გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარა შარდთან დაკავშირებულმა ცნობილმა მოვლენებმა. დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე!