17 მაისი 2018 16:43 1233

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ „ქათული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე დააკავეს. ის დაკავების მომენტში  თავის თანამოაზრეებს ესაუბრებოდა და ინცინდენტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.  რამაზ გაგნიძემდე დააკავეს დაახლოებით 12 პირი, მათ შორის გია კორკოტაშვილი, სოსო ხიმშიაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა...

როგორც „ქართული მარშის“ წევრები აცხდებენ, 7 საათისთვის, როდესაც მათი თქმით, კანცელერიასთან გეი-აღლუმი უნდა ჩატარდეს,  მინდორს ასუფთავებენ, რათა მათ ხელი არ შეეშალით. ამ წუთებში ისინი პარლამენტის შენობიდან კანცელარიისკენ აპირებენ გადასვლას.