17 მაისი 2018 14:43 1840

„თურმე ჩემზე საქმეა აღძრული და ევროპაში არ გამიშვეს“

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს დილით, 17 მაისს, 04.40 მივფრინავდი ესპანეთში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საპასპორტო კონტროლი ვერ გავიარე, არ გამატარეს, მითხრეს რომ ძველი თბილისის პოლიცია არ გიშვებსო. ?????????
სამწუხაროდ, კონკრეტული მიზეზი ვერავინ დამისახელა თუ რატომ მოხდა ჩემი რეისიდან მოხსნა. სიმართლე გითხრათ, ეს მიზეზი ჩემთვის ჯერაც უცნობია. 
რეისიდან ჩემი მოხსნის შემდეგ, რაც მერწმუნეთ ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა,გადავწყვიტე ძველი თბილისის პოლიციაში მისვლა.
ოპერატიულად მიპასუხა 112 და 126 მა, მაგრამ სიტუაცია ამით არ განიმუხტა.
აეროპორტიდან მივედი პირდაპირ ძველი თბილისის პოლიციაში, სადაც მხოლოდ მორიგესთან მომიწია კომუნიკაცია.
ჩემი მეგობრების საშუალებით მოვიპოვე პასუხისმგებელი პირების ნომრები და ერთ ერთი დილის 6 საათზე გავაღვიძე.
ავუხსენი საქმის ვითარება და როდესაც მან თავის მხრივ გაარკვია თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, აღმოჩნდა რომ ჩემზე საქმეა აღძრული. და თურმე მე ალბათ უნდა ვხვდებოდე რაზეც..
მე ამ წუთასაც ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს რაზეა აღძრული საქმე. მე წარმოდენა არ მაქვს, რომელი დილეტანტი გამომძიებელი იძიებს საქმეს. რატომ დილეტანტი??? იმიტომ რომ მან არ ჩამაყენა საქმის კურსში რომ ჩემზე საქმეა აღძრული, იმიტომ რომ მან უკანონოდ შემიზღუდა გადაადგილება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს უფლება შეუზღუდოს გადაადგილება ფიზიკურ პირს. მან თავისი არაპროფესიონალიზმით მომაყენა ფინანსური და მორალური ზარალი, მან შელახა ჩემი რეპუტაცია. მან ჩაიდინა კრიმინალი და ის პასუხს აგებს თავის საქციელზე!!!!მე საქმის კურსში ჩავაყენე გენ.ინსპექცია და ამ ვაი გამომძიებელს მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან მძაფრ კითხვებზე!!!როგორც კი დავბრუნდები შეჯიბრიდან, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და იქ გავიცნობ ამ დილეტანტ გამომძიებელს, ან შეიძლება მანამდე ძველი თბილისის პოლიციაში.
როგორც პოლიციის წარმომადგენელი დამპირდა, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ამიხსნიან რა ხდება ჩემს თავს. ჯერჯერობით კი მიშვებენ.
მე მაინც წავალ დღეს შეჯიბრზე, მადლობა ჩემს ემიგრანტ მეგობრებს დახმარებისთვის,ძვირადღირებულ ბილეთს მჩუქნიან და მომეცემა შესაძლებლობა შევუერთდე გუნდს! 
ძალა ერთობაშია!!!!"“