17 მაისი 2018 02:58 2757

,,პირველობისთვის ბრძოლა”

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი თამარ მესხი სოციალურ ქსელში ისტორიკოს გურამ ქართველიშვილზე ატეხილ ამბებს ეხმაურება:

,,პირველობისთვის ბრძოლა

 

რამდენიმე ეპიზოდი გურამის ცხოვრებიდან მათთვის, ვისაც მისი პირველობისთვის მებრძოლად შერაცხა უნდა.

 

1. 2003 წელს გურამი დაუკავშირდა „ვაკის სარდაფის“ რეჟისორს, და შესთავაზა ისტორიული სპექტაკლის ერთობლივად დადგმა სარდაფის სცენაზე. ეს სპექტაკლი გახლდათ „ქრონიკები“, რომლისთვისაც მან უცხოურ ისტორიულ წყაროებიც  დაამუშავა და  სცენარიც დაწერა.  „ქრონიკებმა“ ერთ წელიწადში 97 ანშლაგით მოიარა საქართველოს სცენები. სპექტაკლის წარმატების კვალობაზე. 

 

ერთ დღეს გურამს უცხო ნომრით დაუკავშირდნენ და შეატობინეს, რომ ამ სპექტაკლის გამო ღირსების ორდენით უნდა დაეჯილდოვებინათ. პირველი კითხვა, რომელიც გურამს გაუჩნდა იყო თუ ვისი დაჯილდოვება იგეგმებოდა მასთან ერთად და როდესაც გაიგო, რომ მხოლოდ თვითონ და მთავარი როლის შემსრულებელი იყვნენ გათვალისწინებული, უარი განაცხადა - მე და რეჟისორმა  ერთად ვიმუშავეთ  და თუ მასაც არ დააჯილდოვებთ მეც უარს ვაცხადებო. 

 

ამ ამბიდან გადის ცოტა ხანი, სპექტაკლი ბათუმშია ჩასული გურამი კი თბილისში ტელევიზორს უყურებს. არხების გადართვისას შემთხვევით შეესწრო „ქრონიკების“ რეჟისორთან  ინტერვიუს, სადაც ეს პატივცემული თვითკმაყოფილი იერით ყვებოდა, როგორ გაუჩნდა ამ პიესის დაწერის აზრი, აღმოსავლური წყაროების გაცნობის შემდეგ. 

 

დასკვნა თავად გამოიტანეთ.

 

2. პიესა „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“-ს მარჯანიშვილის სცენაზე დადგმას წინ უძღოდა ექვსთვიანი მუშაობა ისტორიულ წყაროებზე  და მათში აღწერილი მოვლენების გამხატვრულება გაპიესება. სპექტაკლი შესანიშნავი გამოვიდა და 8 წელი ანშლაგით მიდიოდა თეატრის სცენაზე. რეჟისორის ნიჭით მოხიბლული გურამი, ყველგან ინტერვიუებსა თუ პირად საუბრებში მის და დასის ქებად იღვრებოდა. 

 

ერთ მშვენიერ დღეს, უკვე ტელევიზიაში მუშაობისას უცნობი ადამიანი ურეკავს გურამს და ქაქუცას თაობაზე ინფორმაციის მოძიებაში დახმარებას თხოვს. როდესაც გურამმა კითხა მე საიდან მომაგენითო, იმ უცნობმა უპასუხა თეატრში ვიყავი და თვენზე დამამისამართეს, სპექტაკლის კოსულტანტი ის არის და ის დაგეხმარებათო. 

 

კ ო ნ ს უ ლ ტ ა ნ ტ ი ო.

 

დასკვნა თქვენთვის მომინდია.

 

3. ტელევიზიაში მუშაობისას, ეროვნული პროექტების გასააქტიურებლად გურამმა დიდი მონდომების და ძალისხმევის წყალობით ერთი ცნობილი ადამიანი - მწერალი მიიყვანა სამუშაოდ თავის სტუდიაში და შემდეგ ბევრი იბრძოლა მის სტუდიის ხელმძღვანელად დასანიშნად.

დიდი დრო არ გასულა, რომ ამ გურამისგან მოყვანილმა „პატრიოტმა“ განაცხადა ძალიან ძვირი მიჯდება „გააგრძელე საქართველოს ისტორია“-ო და ბოლოს იქამდე მიიყვანა საქმე, რომ გურამი იძულებული გახდა „გააგრძელე“ ერთიანი სტუდიიდან გამოეტანა და დამოუკიდებლად ებრძოლა მისი შენარჩუნებისთვის. 

 

4. ტელევიზიაში მუშაობისას იყო პერიოდი, როდესაც გურამს ხელფასი კი ქონდა, მაგრამ ფილმების გადასაღებად ბიუჯეტი არა. მუდმივად შედიოდა ხელმძღვანელობასთან და ფილმების გადასაღებ თანხას თხოვდა ისინი ვერაფრით ხვდებოდნენ, ხელფასიანი კაცი მუშაობისთვის რატომ იკლავდა თავს. 

 

„გააგრძელე საქართველოს ისტორია“-სთვის საჭირო ბიუჯეტი რომ აღარ იყო ტელევიზიაში გურამმა, უსახური გადაცემით მის ჩანაცვლებაზე და ხელფასის შენარჩუნებაზე  უარი თქვა, რადგან მისი მიზანი უბრალოდ ხელფასი არასოდეს ყოფილა.

 

როდესაც უმუშევრად დარჩენილს გარკვეულმა წრეებმა  „იმედის“ ტელევიზიაში შესვლა და ხელფასი შესთავაზეს, მან იმ იუდების ტელევიზიაში და ლიბერასტების გვერდით მუშაობაზე უარი განაცხადა. ის დღესაც უმუშევარია.

 

დასკვნა თქვენთვის მომინდია.

 

ეს რამდენიმე ეპიზოდი, ვფიქრობ ბევრის მთქმელი უნდა იყოს როგორც გურამის თანამოაზრეებისთვის, ისე მისი მოწინააღმდეგეებისთვის.”