17 მაისი 2018 02:06 568

„17 მაისს კანცელარიასთან მაინც შევიკრიბებით“

ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში აანონსებს, რომ 17 მაისს, 7 საათზე კანცელარიასთან მაინც მივა:

„მე ხვალ ვიდგები კანცელარიასთან ჩემთვის, შენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის!“

ანა სუბელიანს ახსენებენ, რომ „თანასწორობის მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და აქცია ოფიციალურად აღარ ტარდება. თუმცა, როგორც მიმოწერით ირკვევა, ოფიციალური განცხადების მიუხედავად, ხვალ 7 საათზე ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ერთი ჯგუფი კანცელარიანთან მაინც აღნიშნავს -„ ვერავინ აგვიკრძალავს იქ მისვლას, ასე რომ ვისაც უნდა, მაინც მივა“