16 მაისი 2018 21:24 1655

„გეტყვით 17 მაისს რაც მოხდება“

მხატვარი შოთა გლურჯიძე სცოაიალურ ქსელში წერს:

„ახლავე ვიტყვი 17 მაისს რაც მოხდება, იქნებ მეც წინასწარმეტყველის დიდება მერგოს.
გამოვა ერთი ნაწილი აღელვებული მოქალაქეებისა რომელიც მეორე ნაწილის მიერ იქნება შერაცხული პუტინის მონებად, ასევე გამოვა აღელვებული მეორე ნაწილიც, რომელიც პირველების მიერ შერაცხულნი იქნებიან სოროსის მონებად.
ოჯახის სიწმინდე და ჰომოფობია არავის გაახსენდება, თუ თავ-პირი არავის გაუერთიანეს ორივე მხარე სახლში დაბრუნდება უკმაყოფილო, გვარამია განრისხებული დასწყევლის უნიათო მხარეებს.
"უფალი მედია" მაინც შეეცდება რაიმე სკანდალი მაინც გამოწუროს ამ უღიმღამო დღიდან და "თოხ-შოუების" ეთერში ექსპერტები და პოლიტიკოსები მაინც წააქეზოს თავპირისმტვრევაზე. 
მოსახლეობის უმეტესობა კი ტელევიზიით შეხედავს ამ მოსაწყენ სერიალს.“