25 აპრ 2018 19:51 627

საქართველოდან გასული სამარშრუტო ტაქსები ერევანში ვერ ჩადიან

სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც თბილისიდან ერევნის მიმართულებით გავიდნენ ქალაქ იჯევანთან ტრასაზე გაჩერდნენ, დემონსტრანტებმა ტრასა გადაკეტეს. ინფორმაციას ერევნის ავტოსადგური "კილიკია" ავრცელებს. პრობლემა შეექმნათ ერევანი თბილისის სამგზავრო ავტობუსსაც. ავტოსადგურის ცნობით, სამგზავრო ტრანსპორტს აქციის გვერდის ავლა მოუწიათ, შეცვალეს მარშრუტი და გადაკეტილ ტრასას კიროვოკანიდან შემოუვლიან.

„პირველი რადიო“