16 აპრ 2018 23:39 696

„დროა გადავიდეთ ქმედებაზე....ეს სიტუაცია აუტანელია“

ლადო სადღობელაშვილის დედა თამარ იოვაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ დროა გადავიდეთ ქმედებაზე....ეს სიტუაცია აუტანელია...7 სინდისის პატიმარი, 7 პოლიტპატიმარი ქვეყანაში!
მე გეუბნებით თუნდაც მარტო ვიყო...არ მაინტერესებს...
1 მაისს მე გამოვაცხადებ შიმშილობას კანცელარიასთან..
8 მაისს სასამართლოზე არ წავალ...იმ ადგილიდან ავდგები მაშინ როდესაც ჩემი შვილი თავის მეგობრებთან ერთად იქ მივა!
გავაკთებ ოფიციალურ განცხადებას, ნოტარიული წესით დავამოწმებ ჩემს ხელმოწერას, რომ ვაცხადებ უარს სამედიცინო დახმარებაზე...
თუ სასამართლო სამართლიანად არ განიხილავს ბიჭების საქმეს მე, და ალბათ სხვა დედებიც უფრო მკაცრ ნაბიჯს გადავდგავთ...
ყველა ჟურნალისტს :- დამიჯერეთ სანახაობა იქნება!“