16 აპრ 2018 23:32 904

„ხალხნო, შველა გვჭირდება და სასწრაფო!“

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია სოციალურ ქსელში წერს:

„ხალხნო, შველა გვჭირდება და სასწრაფო! მოკლეს 25 წლის ქალი შვილების თვალწინ! ერთი ნაწილი მოკლულს და მის დედას ადანაშაულებს (ცხოველთან რატომ ცხოვრობდაო), მეორე ნაწილი ამ კაცის შვილების მოკვლას ითხოვს სამაგიეროს გადახდის მიზნით. რამ გაგვაცხოველა ასე? რამ დაგვაკარგინა ასე თანაგრძნობის უნარი? გზა უნდა ვიპოვოთ, თორემ ყველა ერთად, ზიზღით გაჟღენთილები და ადამიანის სახედაკარგულები, ჩავიჩეხებით წყვდიადში.“