16 აპრ 2018 23:29 975

„მოთმინების რესურსი იწურება!“

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი - ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„არც კერძო და არც "კოლექტიურ ზარდიაშვილებს“, პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკის მორალური უფლება არ აქვთ. მე, ისევე როგორც ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, გიორგი მარგველაშვილი ჯერ კიდევ მისი მინისტობიდან მოყოლებული საჯაროდ არაერთხელ გამიკრიტიკებია. თუ, რამდენად დასაბუთებულია ეს კრიტიკა?! ცხადია ამას ჩვენი საზოგადოება მისცემს შეფასებას. მაგრამ როდესაც პრეზიდენტისა, თუ სხვა საჯარო პირის კრიტიკას (თანაც მორალურ კრიტერიუმებზე აპელირებით) ბატონი ზარდიაშილისაგან ისმენს ქართული საზოგადოება, ეს ნებისმიერი რიგითი ადამიანისათვის ცინიზმი და შეურაწმყოფაა.

მივმართავ კოლექტიურ და კერძო ზარდიაშვილ- მურუსიძეებს, მათი ძალიან მძიმე წარსულიდან და შესაძლო აწმყოდანაც გამომდინარე შესაბამისი დასკვნები გააკეთონ და დიდხანს ნუ შეეცდებიან იმ ადამიანების მოთმინების გამოცდას, რომლებიც მათ ჯერ კიდევ წინა ბინძური რეჟიმის დროს ებრძოდნენ. მინდა ყველამ მკაფიოდ გააცნობიეროს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს იმიტომ არ გაუწირიათ პირადი კეთილდღეობა და ძალინ ხშირად სიცოცხლეც , რომ მათგან ამჟამად ფარისევლური და ცინიკური სენსტენციები ისმინონ.

საზოგადოებაში მოთმინების რესურსი იწურება!“