16 აპრ 2018 20:58 551

„კვირიკაშვილის მიერ აგუგუნებული საქართველო კიდევ უფრო აგუგუნდა“...

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც მოსალოდნელი იყო, ბელიაშვილის ქუჩის სტადიონზე გამართული ამხანაგური შეხვედრა საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა.
თბილისის მერის ინიცირებით გამართულმა ღონისძიებამ ბრიტანელი ბუკმეკერების და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
მატჩზე გასაყიდი ბილეთებიც უმალ გაიყიდა და გულშემატკივარმა ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების: 
ჯორჯ ბესტ-კობახიძის, 
თალა-კალა თალაკვაძის, 
ვატო სახაროვისა 
და 
მფრინავი სამტრედიელის მონაწილეობით, მართლაც დაუვიწყარი სანახაობა იხილა. 
ამხანაგური შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ქართველი და ნიგერიელი ხალხების ურყევი მეგობრობით დასრულდა.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა მაისურები და ტრუსები ერთმანეთში გაცვალეს და რესტორანში მატჩისადმი მიძღვნილ ბანკეტზე გადანაცვლებულებმა ,,ქართული ოცნების" ჰიმნი ,,ჩემი საქართველო აქ არის" დააგუგუნეს.
კვირიკაშვილის მიერ გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო კიდევ უფრო აგუგუნდა და გაფერადდა...
იმედია, თბილისის მერის თაოსნობით ,,დაპირისპირებულ" მხარეებს შორის მომავალშიც არაერთი ამხანაგური მატჩი გაიმართება და ამხანაგური მატჩების სერიის მოლოდინში, ქართველი ერისა და დედაქალაქის მოსახლეობის ,,იდეურ-პოლიტიკური" დონის ამაღლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური და სოციალური პირობებიც გაუმჯობესდება!!!

P.S. ჩვენისთანა ,,ფეხბურთელი" განა არის სადმე ერი?!“😩

Фото კახა მიქაია.
Фото კახა მიქაია.