20 მარ 2018 15:33 1651

ელენე ხახალევას „ყალბი დიპლომის“ სკანდალის ახალი დეტალები

მკითხველთა ინტერესის საპასუხოდ, „ალია“ აგრძელებს მუშაობას კრასნოდარის მხარის დინსკის რაიონული სასამართლოს ფედერალური მოსამართლის, „ოქროს მოსამართლედ“ წოდებული ელენა ხახალევას სკანდალური დიპლომის შესახებ, რომელიც შესაძლოა, ყალბია და არ არის გამორიცხული, ამ ფაქტმა არამხოლოდ რუსეთში, საქართველოშიც დიდი აურზაური გამოიწვიოს.

საქმის დეტალების შესახებ, „ალია“ ადვოკატ ლევან დავითაიას ესაუბრა.

– ბატონო ლევან, ახალსა და მნიშვნელოვანს რას გვეტყვით ელენა ხახალევას, სავარაუდოდ, გაყალბებული დიპლომის საქმესთან დაკავშირებით?

– შევეცდები, უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, პოზიცირებს, რომ არის თანამედროვე უნივერსიტეტი, ვფიქრობ, 90-იან  წლებში დაბრუნდა, როდესაც  გარკვეულ სიყალბეებს სჩადიოდა. უფრო კონკრეტულად, გასცემდა ყალბ დიპლომებს. ეს ინფორმაცია სხვადასხვა დროს მაქვს მოსმენილი. ძალიან ღრმა და საფუძვლიანი ევი მაქვს, ეს ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდა.

რაც შეეხება ჩემი ევის საფუძველს, ავიღოთ ერთი კონკრეტული ქეისი და ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები. რუსეთის ერთ კონკრეტულ მოქალაქეს 90-იანი წლების ბოლოს დაუდგა საკითხი, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა კონკრეტული ცოდნისა და კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დიპლომი. საუბარია იურისტის კვალიფიკაციაზე და მას ეს დიპლომი უნდა მოეპოვებინა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამგვარი „ყალბი“ დიპლომის გაკეთება შესაძლებელი იყო საქართველოში. რატომ საქართველოში? იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის მისი ქმარი რობერტ ონიკოს ძე ხახალევი (ზილფიმიანი) საქართველოდან იყო წარმოშობით და საუბრობდნენ მის მჭიდრო კავშირებზე ქართულ კრიმინალურ დიასპორასთან და დღემდე საუბრობენ. არადა, დღეს ამის გაკეთება არც ისე მარტივია. არის ცენტრალიზებული აღრიცხვა. შესაბამისად, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, ამ აღრიცხვის მიღმა განახორციელოს უკანონო ქმედებები და ყალბი დიპლომი აიღოს. და აი, რაღაც მიზეზით არჩევანი შეაჩერეს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომზე, რომლის თანახმადაც, მან თითქოსდა 1985 წელს ჩააბარა ამ(!) უნივერსიტეტში, 1991 წელს დაამთავრა ის სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“ და დიპლომი გაიცა ქ. თბილისში (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ დიპლომის გაცემის ადგილს). აღნიშნული უნივერსიტეტის სერია РВ №523043 დიპლომის საფუძველზე 2000 წელს ელენა ხახალევამ მიიღო ფედერალური მოსამართლეს სტატუსი. ერთი წლის წინათ რუსეთის საზოგადოებამ ეჭვი შეიტანა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სერია РВ №523043 დიპლომის ნამდვილობაში. გაიგზავნა რამდენიმე მოთხოვნა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებზე პასუხებიდანაც გამომდინარეობდა, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლის მიერ ელენა ხახალევას სახელზე დიპლომი არასოდეს გაცემულა, ის არ ირიცხებოდა სტუდენტად, თავად სერია РВ №523043 დიპლომი, ასევე, არ ფიქსირდება, ხოლო სერია РВ ამ უნივერსიტეტს არ გაუცია. ამ გარემოებების ფონზე ელენა ხახალევამ მოძებნა ისეთი სამართლებრივი  „ხვრელი“, რომელსაც ხშირად იყენებდნენ 90-იან წლებში – ეს არის სოხუმის უნივერსიტეტი.  სოხუმის უნივერსიტეტი, შეგვიძლია ეს თამამად ვთქვათ, ადრე იძლეოდა ყალბ დიპლომებს და ამასთან დაკავშირებით, ახლო წარსულში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეც  იყო აღძრული. ეს იყო 90-იანი წლები. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ასეთი გახმაურებული საქმე, მათ ახლა აღარ დავაკონკრეტებ. კვლავაც გრძელდებოდა ყალბი დიპლომების გაცემა და საამისოდ, ამ უნივერსიტეტს ჰქონდა კარგი მოცემულობა, გარკვეული საფუძველი, მის მესვეურთ ეს რომ გაეკეთებინათ. მოგეხსენებათ, სოხუმის უნივერსიტეტის არქივი 1992-1993 წლებამდე განადგურებულია, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო, და  მათ შეეძლოთ, წინა წლებით გაეცათ ყალბი დიპლომი და იყო თუ არა ყალბი ეს დიპლომი, საკმაოდ რთული დასადასტურებელი იქნებოდა, რადგან არ არსებობდა საარქივო ჩანაწერები, დიპლომის მფლობელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც ყველა სასწავლებელში ინახება. თუნდაც კონკრეტული პიროვნების უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში მონაწილეობისა და ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია, შემდგომ მის მიერ იქ სწავლებისა და კურსიდან კურსზე გადასვლის დამადასტურებელი, ასევე, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შესახებ ინფორმაცია და კიდევ სხვა, უამრავი, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ინახება ათწლეულების განმავლობაში არამხოლოდ უნივერსიტეტებში, უფრო დაბალი რანგის სასწავლებლებშიც კი. აი, ეს და სტუდენტთა შესახებ  სხვა სახის ინფორმაცია სრულიად განადგურდა სოხუმის უნივერსიტეტში და სწორედ ამან უბიძგა დანაშაულებრივ ჯგუფს სიყალბისკენ და მისმა წარმომადგენლებმა დაიწყეს ყალბი დიპლომების გაცემა. მათი გათვლა ის იყო, რომ ვერავინ დაუმტკიცებდა სიყალბეს, რადგან არქივი განადგურებული იყო და არ არსებობდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, ეს ყალბი დიპლომის მქონე პიროვნება სწავლობდა თუ არა კონფლიქტამდე პერიოდში სოხუმის უნივერსიტეტში, ამას დოკუმენტურად ვერ გადაამოწმებდი, ხდებოდა მოწმეებით ფაქტის დადგენა (შიდა მექანიზმით). ამის გამო რამდენიმე პირი დააკავეს კიდეც, რის შემდეგაც სოხუმის უნივერსიტეტმა შეწყვიტა მსგავსი საქმიანობა. გარდა ამისა, მოიშალა ე.წ. „სწავლების ფაქტის“ შიდა დადგენის მექანიზმი და თითოეულ მოთხოვნილ საკითხში გარკვევა სასამართლოს დაევალა.

– კონკრეტულად, რომელ პერიოდში შეწყდა სოხუმის უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემა?

– 2000-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე პიროვნება დააკავეს ამ საქმიანობის გამო. ამის შემდეგ, ამ და ყველა სხვა უნივერსიტეტმაც, ვინც ამგვარ საქმიანობას ეწეოდა, შეწყვიტა ეს უკანონობა. შეიქმნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც, ფაქტობრივად, დუბლირებას უკეთებს უნივერსიტეტის საქმიანობას, ნებისმიერი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აისახება მის ბაზაში. თითქოსდა უკვე შეუძლებელი უნდა იყოს  თუნდაც ძველი თარიღით ყალბი დიპლომის გაცემა. თუმცა, თეორიული შანსი ამის გაკეთებისა მაინც რჩება. ახლა მოგიყვებით, როგორ გამოიყენა ეს თეორიული შანსი კონკრეტულმა პიროვნებამ და როგორ აიღო (დაადგინა) სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლების ფაქტი და ლეგალიზება გაუკეთა ყალბ დიპლომს. ცხადია, საქმე ეხება ომამდელ პერიოდს, კონკრეტულად, 1985-1991 წლებს. ხახალევას  წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა (მისი ქმრის რობერტ ხახალევის ღვიძლი ძმა), სავარაუდოდ, თავისი ძლიერი გავლენების გამოყენებით, „მოაგვარა“ საქმე სოხუმის უნივერსიტეტთან და გააკეთა ასეთი რამ: 2017 წლის ოქტომბერში მიმართა სოხუმის უნივერსიტეტს კითხვით: სწავლობდა თუ არა ელენა ხახალევა იქ 1985-1991 წლებში? უნივერსიტეტმა გასცა პასუხი, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი მონაცემები, რათა დაადასტურონ, ამ პერიოდში ელენა  ხახალევას უნივერსიტეტში სწავლების ფაქტი. ამის შემდეგ, ხახალევას წარმომადგენელს სასამართლოში შეაქვს  სარჩელი. სასამართლოსგან ითხოვს, აღიაროს, რომ ხახალევა 1985-1991 წლებში სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტში, მანამდე კი 1985 წელს ჩააბარა აფხაზეთის სახ. უნივერსიტეტში ქ. სოხუმში, შემდეგ 1989 წელს გადავიდა ქართველებთან ერთად თბილისის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, რომელიც არსებობდა ქ. სოხუმში 1993 წლამდე. ამ დროს ხდება საოცრება. სოხუმის უნივერსიტეტი გამოვიდა სასამართლოში მოპასუხის როლში და დაეთანხმა მათ მოთხოვნას, რითიც დაადასტურა, რომ  ვითომდა ელენე ხახალევა სწავლობდა ამ პერიოდში უნივერსიტეტში. ე.ი. სოხუმის უნივერსიტეტმა ჯერ წერილობით უარყო, ვერ დაადასტურა ხახალევა სწავლობდა თუ არა ამ სასწავლებელში და შემდეგ სასამართლოში აცხადებს ამის საპირისპიროს, ხახალევა ჩვენთან სწავლობდაო. სასამართლო სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თანხმობის (რასაც ხაზგასმით უთითებს გადაწყვეტილებაში) და მოგვიანებით სასამართლოზე მიყვანილი ე.წ. „მოწმეების“ საფუძველზე ადგენს, რომ ხახალევა სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტში.

 რაც შეეხება ე.წ. „მოწმეებს“, მათივე განმარტებით, მათგან არც ერთი არ არის ე. ხახალევას კურსელი ან/და ჯგუფელი. ისინი უნივერსიტეტში სწავლობდნენ/დაამთავრეს წლების შემდეგ და არა 1991 წელს. მნიშვნელოვანია დამატებით რამდენიმე გარემოება: ამავე პერიოდში 1985 წლიდან 1991 წლამდე ხახალევა სწავლობდა დასწრებულზე რუსეთში, ყუბანის სახ. უნივერსიტეტში ქ. კრასნოდარში ბიოლოგიურზე და არცერთ მის თანაკურსელს არ ახსოვს ფაქტი, რომ ის პარალელურად საქართველოშიც სწავლობდა (რაც, პრინციპში, შეუძლებელიც კი იყო საბჭოთა პერიოდში); სოხუმის ფილიალის ყველა კურსდამთავრებულმა მიიღო დიპლომი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მათ ჩააბარეს 1985 წელს სწორედ აფხაზეთის სახ. უნივერსიტეტში და დაამთავრეს უკვე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1992 წელს

სტუდენტებმა, რომლებმაც ჩააბარეს აფხაზეთის სახ. უნივერსიტეტში 1985 წელს, დაამთავრეს სოხუმის ფილიალი მხოლოდ 1992 წელს, და არა 1991 წელს, რასაც ამტკიცებს ხახალევა; სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, რომელსაც ე. ხახალევა საერთოდ არ ფლობს; სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებს 1993 წლამდე დიპლომი ეძლეოდათ ქ. სოხუმში და არა ქ. თბილისში, როგორც მითითებულია ხახალევას სერია РВ №523043 დიპლომის ასლში. ამასთანავე, მაშინ ის ცხოვრობდა რუსეთში, დამამთავრებელ გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეეძინა შვილი რუსეთის ფედერაციაში, რასთან ერთადაც ძნელი წარმოსადგენია ხახალევას ერთდროულად ორ უნივერსიტეტში სწავლა ორ სხვადასხვა ქვეყანაში ახალშობილით ხელში, არავითარ საქართველოში გადასვლაზე იმ პერიოდში საუბარი არ ყოფილა. ეს და უამრავი სხვა „კაზუსი“ უარყოფს ხახალევას საქართველოში სწავლის ფაქტს. არც ერთი მატერიალური მტკიცებულება, მათ შორის ჩანაწერი ან/და ფოტოსურათი წარდგენილი არ ყოფილა.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან და ცრუ მოწმეებთან, აგრეთვე, სასამართლოს დაუდევარ დამოკიდებულებასთან საქმის მასალებსა და გარემოებებზე. რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებული უნდა იყოს დიდ მატერიალურ დაინტერესებასთან, რასაც ამ შემთხვევაში ფლობს ე. ხახალევა.

– სოხუმის უნივერსიტეტმა მომეთა ჩვენების შემდეგ დაადასტურა, რომ ხახალევა მათთან სავლობდა თუ მანამდე?

– არა, სანამ მომეები ჩვენებას მისცემდნენ სასამართლოს, სოხუმის უნივერსიტეტმა მანამდე დაუდასტურა ხახალევას  არმომადგენელსა და სასამართლოს, ხახალევა ჩვენთან სავლობდაო. მომეები ამ სპექტაკლის ანტურაჟი იყო, მეტი არაფერი. 

სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სორედ 1985-1991 ლებში სავლობდნენ ამ უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე, რის დამთავრებასაც ე. ხახალევა იბრალებს, დიპლომები 1991 ელს აქვთ აღებული. მათი გამოკითხვა არ მომხდარა, რათა დაედგინათ, მათსავე კურსზე, ჯგუფში სავლობდა თუ არა ელენა ხახალევა, ახსოვდათ თუ არა ასეთი ადამიანი. ასევე, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე გვყავს, რომელთაც  ორედ იმ დროს დაამთავრეს ეს სასავლებელი, არც ისინი გამოუკითხავთ. დარმუნებული ვარ, თუკი ამის საიროება დადგება, ისინი დაადასტურებენ, რომ ელენა ხახალევა სოხუმის უნივერსიტეტში მათთან ერთად არ  ავლობდა და მას საერთოდ არ იცნობენ.

ელენა ხახალევა ცხოვრობდა რუსეთში. 1986 ლიდან მოყოლებული, სეზონურად დასასვენებლად ჩადიოდა სოხუმში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, რობერტ  ზილფიმიანი, რომელიც ამჟამად გვარად ხახალევია და არის კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქი.

აქ იყო კიდევ ერთი ისტორია. როდესაც ელენა ხახალევას დასჭირდა 2017 წელს  თავისი ქართული იურისტის დიპლომის „ნამდვილობის“ დადასტურება, მან მინდობილობა მისცა ყოფილი მეუღლის ძმას, დავით ზილფიმიანს.  მან სოხუმის უნივერსიტეტში არადგინა მოთხოვნა, რომლითაც ითხოვდა დადასტურებას ფაქტისას, რომ ელენა ხახალევა სავლობდა ამ უნივერსიტეტში. ამის შემდეგ, რუსეთში  ამოტივტივდა დოკუმენტი (02/08/2017 წლის 17-049 # საარქივო ცნობა)

  სოხუმის უნივერსიტეტის კონკრეტული ჩინოვნიკების ხელმოწერებით, რომელიც რუსულ მედიაშიც გამოჩნდა და რომლითაც დასტურდება, რომ დავით ზილფიმიანის მოთხოვნაზე უნივერსიტეტმა დაადასტურა ელენა ხახალევას სოხუმის უნივერსიტეტში სწავლის ფაქტი, რომელიც მან 1991 წელს დაამთავრა. ეს დოკუმენტი გაყალბებულია, რადგან სოხუმის უნივერსიტეტი ერთი თვის შემდეგ (04.09.2017 წლის პასუხი №15/13-497) ოფიციალურად უარყოფს დავით ზილფიმიანის სახელზე ამგვარი  შინაარსის, ელენე ხახალევას უნივერსიტეტში სავლებისა და დამთავრების დამადასტურებელი ერილის გაცემის ფაქტს. 

შესაბამისად, სასამართლო პროცესამდე, სოხუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა უკვე იცოდნენ, რომ გარკვეული პიროვნება თუ ჯგუფი ცდილობს, სოხუმის უნივერსიტეტის სახელის უკანონოდ გამოყენებას, არსებობს დოკუმენტი ელენე ხახალევას უნივერსიტეტში სავლებისა და დასრულების შესახებ და ამ დოკუმენტის ნამდვილობას უნივერსიტეტი უარყოფს და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი არის ყალბი. ლოგიკურია, რომ ასეთ შემთხვევაში სოხუმის უნივერსიტეტს უნდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რათა მათ დაეყოთ გამოძიება ამ ყალბი დოკუმენტის არმომავლობის დასადგენად, ამით საკუთარი პრესტიჟი დაეცვათ და თან ყალბისმქნელის გამოვლენისთვის შეეყოთ ხელი. ეს არ გააკეთეს, სოხუმის უნივერსიტეტმა მიჩქმალა ეს საქმე და ამ მიჩქმალვიდან 1 თვეში იყება სასამართლო პროცესი. მოკლედ, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გამორიცხულია,  სოხუმის უნივერსიტეტს ინასარ არ სცოდნოდა, რომ ელენა ხახალევა, მინდობილი პირის მეშვეობით ცდილობდა, მოეპოვებინა დოკუმენტი, ვითომ ის სავლობდა სოხუმის უნივერსიტეტში. თუკი სოხუმის უნივერსიტეტი რაიმე ფორმით არ მონაილეობდა ამ დოკუმენტის შექმნასა და გაცემაში, მაშინ მისი მესვეურნი არ უნდა გაჩუმებულიყვნენ და განგაში უნდა აეტეხათ. კარგი, დავუშვათ, იმიტომ გაჩუმდნენ, რომ უნივერსიტეტის რეპუტაციას  გაუფრთხილდნენ. ერთ თვეში, უკვე სასამართლოს ძალით ითხოვენ იმის დადასტურებას, რომ ელენა ხახალევა 1985-1991 ლებში სოხუმის უნივერსიტეტში სავლობდა და უნივერსიტეტი ამას უდასტურებს. უდასტურებს იმას, რასაც მანამდე უარყოფდა. ისიც გასათვალისინებელია, რომ სასამართლო პროცესი, დღევანდელი სასამართლო პრაქტიკის გათვალისინებით, არარეალურ,  არაგონივრულად მოკლე დროში ჩატარდა – 25 დღეში. გარდა ამისა, სოხუმის უნივერსიტეტის არმომადგენელი, უნივერსიტეტის სახელით   სასამართლოს გადაყვეტილებისთანავე, სასამართლოში ერს ხელერილს, რომ სასამართლოს გადაყვეტილებას არ გაასაჩივრებს იმისთვის, რომ ძალიან მოკლე დროში შევიდეს კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სასამართლოს გადაყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული ამათი, სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და უკვე ამ გადაყვეტილებით ხდება შემდგომში  ოპერირება სხვადასხვა ქმედებაზე.

ახლა მინდა ვკითხო სოხუმის უნივერსიტეტის მესვეურებს. რატომ მოხდა ისე, რომ სასამართლოში მისულმა უნივერსიტეტის არმომადგენელმა ელენე ხახალევას არმომადგენელს დაუდასტურა სოხუმის უნივერსიტეტში მისი სავლის ფაქტი? რის საფუძველზე გააკეთეს ეს? რატომ თავად, დამოუკიდებლად არ მოიძია პირები, რომლებმაც სწორედ ამ წელს დაამთავრეს ეს სასწავლებელი? მათი კურსელი ხომ უნდა გამოცხადებულიყო? რა რეაგირება მოჰყვა სოხუმის უნივერსიტეტის სახელით ჩადენილ სიყალბეს – ე. ხახალევას სახელზე გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით? რატომ შევიდა სასწრაფოდ კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაყვეტილება გამოცხადებისთანავე? რატომ დაერა ხელერილი უნივერსიტეტის არმომადგენელმა, რომ სასამართლოს გადაყვეტილებას არ გაასაჩივრებდა?

 „ალია“ შეეცადა სოხუმის უნივერსიტეტის არმომადგენლებისგან მოეპოვებინა იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც ინტერვიუს ბოლოს ამ უნივერსიტეტის მისამართით დასვა ლევან დავითაიამ. ასევე, მზად ვიყავით, ელენა ხახალევას დიპლომთან დაკავშირებით, სოხუმის უნივერსიტეტის არმომადგენლისთვის საშუალება მიგვეცა, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. თავდაპირველად  უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თამარ  ბელქანიას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ კითხვებზე, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის კანცლერი ნინო თოფურიძე გვიპასუხებდა. 3-დღიანი ლოდინის შემდეგ, ქალბატონმა ნინომ გვითხრა, რომ მოკლე კომენტარს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გვარამია გააკეთებდა, რომელიც უკვე იყო საქმის კურსში, რომ  დავუკავშირდებოდი. შემდეგ  მისი სამსახურის ტელეფონის ნომერი მოგვცა, ე.. ქალაქის ნომერი. როდესაც მას ვთხოვე, სოფიო გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერი მოეცა, მიპასუხა, რომ თავად იურიდიული სამსახურის უფროსის სურვილი ასეთი იყო და ის აუცილებლად გვიპასუხებდა სამსახურის ნომერზე. ცხადია, დავურეკე სოფიო გვარამიას, მაგრამ მისმა თანამშრომელმა, მირანდა გაბუნიამ ჯერ მითხრა, გასულიაო, შემდეგ – ლექციაზეაო. ვთხოვე, მოეცა ქალბატონ სოფიოს მობილური ტელეფონის ნომერი, მაგრამ უარი განმიცხადა, უფლება არ მაქვს, რადგან კანცლერმა არ მოგცათ, მე ვერ მოგცემთ,  მოგვიანებით დარეკეთო. მოგვიანებით რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ იმ ნომერზე არავინ მიპასუხა. ჩემი ვალდებულებაა, როდესაც ერთი მხარე მეორეს სავარაუდო დანაშაულში სდებს ბრალს, მის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს, დავუკავშირდე მას და საკუთარი პოზიციისა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მივცე. მე ეს გავაკეთე – საქმის კურსში ჩავაყენე სოხუმის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი,  კანცლერი და მისი მითითებით, დავურეკე იურიდიული სამსახურის უფროსს, მაგრამ მასთან კონტაქტი არ შედგა და ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ქალბატონ სოფიო გვარამიას ნომერი არც კანცლერმა მომცა და არც მისმა თანამშრომელმა.

დაბოლოს, სოხუმის უნივერსიტეტის არმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვებას ერთი კვირა ამაოდ შევალიე. ისმის კითხვა: რატომ იმალებიან ისინი ასე გულმოდგინედ?

ლევან ჯავახიშვილი