19 თებ 2018 01:13 5000

,,ასეთების ადგილი არ არის ,,ქართულ მარშში”

ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ხაარ ბერბიჭაშვილის, სიგუას, კიტოვანის, იოსელიანის  აპოლოგეტი? აგინებ ილიას, მერაბს და ზვიადს? მორჩა რა!!! რომელი ეროვნული შენ ხარ?! 

- არც მე ვარ "ისტი" და ვერცერთი ჩემი ტოლი (ასაკით)  ახალგაზრდა ვერ იქნებოდა 90 წლების მონაწილე, მაგრამ ისტორია ხომ არსებობს? თეთრსა და შავს ხომ ვანსხვავებთ? ხომ გვესმის, რომ ზვიადმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს, ხომ ვიცით, რომ კიტოვანი და იოსელიანი რუსეთის მიერ მიწოდებული ავტომატებით უპირისპირდებოდა დამოუკიდებლობის მომტანს? 

- თუ ახლა არსებობს შავი პიარი, მაშინ ვერ იარსებებდა კრემლის ბინძური პროპაგანდისტული მანქანა? 

ხო და შე ბრიყვო? რა უფლებით უწოდებ შენს თავს ეროვნული მოძრაობის წევრს თუ განმანთავისუფლებელს აგინებ, ხოლო პუჩისტს აქებ? 

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! და მაქვს ამის ლეგიტიმაცია ჩემი თანაგუნდელებისგან! ადამიანი, რომელიც ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებ, იქნება ეს რუსეთი თუ ამერიკა, ასევე თუ აუგად მოიხსენიებს საქართველოსათვის თავდადებულ და შეწირულ ეროვნულ გმირებს, ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს ჭეშმარიტად ქართულ, პატრიოტულ, ეროვნულ მოძრაობაში - ქართულ მარშში ადგილს!

- ასე იყო, ასე არის და ასე იქნება!!! ღმერთი არს ჩვენთან!”