13 თებ 2018 21:58 1166

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ინგა გრიგოლია და არჩილ გამზარდია?

 

ინგა გრიგოლიამ არჩილ გამზარდიას სქრინი გამოუქვეყნა, საყვედურიანი წერილი დაუწერა სოციალურ ქსელში, რასაც მერე მათ შორის პოლემიკა მოჰყვა: 

 

„Archil Gamzardia-სულ არ ტეხავს ეს ამბავი შენი კომენტარებით? თემა ზესაინტერესოა და სტუმრობაზე თუ დავითანხმე პროტოპრესვიტერი, ,,რეაქციაში,, რეკლამის განთავსებას უნდა დაუკავშიროთ ეს ამბავი? ასეთი ისტერიკა უნდა მოაწყოთ? ეხლა შენი და GDS-ის ამბავი გამახსენდა და უკვე მემილიონედ ჩემს თავს ვუთხარი,რომ ყველაფერი ახია ჩემზე(ამჯერად შენთან მიმართებაში) ---- თურმე რატომ შეიძლება დამთანხმდეს სტუმარი,,რეაქციაში,, სტუმრობაზე, დიდი შეთქმულების ნაწილი ყოფილა და არაფერი სხვა. ტეხავს!“

 

Фото ინგა გრიგოლია.
 
 
 
არჩილ გამზარდია: შენ რა შუაში ხარ ინგა? მე ზვიადაძე ვიგულისხმე და მიკვირს შენზე რატომ მიიღე?
ინგა გრიგოლია:არ გინდა ეხლა ეს ,,შენ რა შუაში ხარ ,, და ასე შემდეგ, გაქვს კითხვა,რატომ შეიძლებ მოვიდეს ეთერში ჩემთან ვიღაც სტუმარი და არა შენთან? სახალხოდ არ დაწერო მაი ,როცა ასეთი შეკითხვები გიჩნდება,ტეხავს
არჩილ გამზარდია: ინგა, აი, არაფერში მერჩი, საერთოდ არაფრის გამო..რაში გჭირდება ეს ვერ მივხვდი. ჩემი ადრესატი კომენტარში მხოლოდ ზვიადაძეა. რას გაძლევს ჩემი ლანძღვა უსამართლოდ, მართლა არ მესმის.
ინგა გრიგოლია: შენ მართლა მიამიტობ ეხლა თუ რა გჭირს? ჩემზეა სრული ბოდვა-სტატუსი, არანაირი სპონსორი არ ჰყავს ჩემს გაავემას და იქ ტიპობ,გვახარისხებენო. რატომ შეიძლება ვინმე ,,რეაქციაში ,, ,მოვიდეს, ეგ კითხვა უკვე პასუხია რა და ტეხავსთქო
არჩილ გამზარდია:ინგა, ცუდია რომ უსამართლოდ თავის მართლების რეჟიმში მაყენებ. ძალიან ტეხავს ის, რასაც ახლა მე მიკეთებ. მე ზვიადაძეზე გამოვთქვი და შენ ახლა ხელოვნურად ცდილობ ჩემს წინააღმდეგ იერიშს. ვერ ვხვდები, რაში გჭირდება.
ინგა გრიგოლია: არჩილ,ამოშალე ახლავე შენივე თავი ჩემი ფრენდებიდან. უარესის ღირსი ვარ და კიდევ იცი რა? მართლა შეეკითხე შენს თავს,რატომ შეიძლება დავითანხმო ადამიანი ,,რეაქციაში ,,სტუმრობაზე-მორჩა.ბევრი საქმე მაქვს და კარგად იყავი
არჩილ გამზარდია:ზმნა "დახარისხებას" ორი ადრესატი ჰყავდა, ერთი ზვიადმა სტუდენტები იგულისხმა და მეორე მე თავად ზვიადაძე ვიგულისხმე. აი, არაფრიდან უკავშირებ ხელოვნურ ინტერპრეტაციებს და შთაბეჭდილება მიჩნდება, უბრალოდ ჩემზე ცუდის თქმა გინდა. ინგა რას გაძლევს ეს ყველაფერი? ზვიადაძეზე თუ რამე გამოვთქვი, შენს თავს რატომ უკავშირებ? რად გინდა ეს?
ინგა გრიგოლია:ზვიადაძეზე რაც გინდა ,ის თქვი და როცა ჩემზე უსამართლო და ცილისმწამებლური სტატუსი უდევს ვიღაცას და იქ აკომენტარებ,რომ თურმე დახარისხებით შეირჩნენ ამ ინტერვიუსთვის ჟურნალისტები,აი,მაგაშია საქმე და მძულს მსგავსი ბრალდებები. ეს გადაცემა 2005 წლიდანაა ეთერში და თუ სტუმარს ადვილად ვითანხმებ,ალბათ გასაგებიცაა -რატომ
არჩილ გამზარდია: კიდევ ერთხელ ვწერ. დახარისხება ჟურნალისტების, ეგ ორი სიტყვა არავის გაუერთიანებია. მეუფე იაკობზე იგივე დავწერე, რადგან ჩემთან არ მოვიდა და სხვა არხს მისცა ინტერვიუ.
ინგა გრიგოლია: ბევრი საქმე მაქვს და მომბეზრდა ეს პოლემიკა, ძალიან ტეხავს ყველაფერი და წერტილი. კიდევ ერთი დაიმახსოვრე-მე არ შევდივარ იმ ჟურნალისტებში,რომლებიც ღამე სიზმარს ნახულობენ,ფბ-ზე წერენ სტატუსად და მერე ციანიდის ამბავი,, ტყდება“. მგონი, გასაგებად დავწერე და დავსვათ წერტილი.