19 იან 2018 21:09 1737

პატრულის გაზით გაგუდულ თანამშრომელზე უშიშროების ყოფილი ოფიცერი „ალიას“ სკანდალურ ამბებს უყვება?

საზოგადოებას მიზანმიმართულად აბნევენ, რომ ვერ გაერკვნენ, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება, სად არის სიმართლე და სად - სიცრუე. სწორედ ეს არის მძიმე ჟამი, რომლის შესახებაც ამდენი უქადაგიათ წმინდა მამებს.

ამ დღეებში მთელი ინტერნეტსივრცე ააფორიაქა საკუთარ სახლში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის ოფიცრის კახა (ვლადიმერ) ქრისტესაშვილის და მისი მეუღლის დაღუპვამ. გაირკვა, რომ გარდაცვლილი კახა ქრისტესაშვილი, რომელიც ვერეს ხეობაში სტიქიური მოვლენების დროს სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა და პატარა ბავშვი გადაარჩინა, შერაცხული იქნა გმირად... მაგრამ...

საშინელი ფაქტის, ქრისტესაშვილისა და მისი მეუღლის დაღუპვიდან ორიოდე დღის შემდეგ ჩემი ძველი რესპონდენტი, უშიშროების ყოფილი ოფიცერი ლევან ჩხიკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეს ის კახა «ვლადიმერ» ქრისტესაშვილია, რომელმაც სააკაშვილის ნეოფაშისტური რეჟიმის დროს გიორგი ბარამიძის საარჩევნო შტაბის ოფისიდან გაიტაცა და მხეცურად აწამა! კახა (ვლადიმერ) ქრისტესაშვილის და მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტს უშიშროების ყოფილი ოფიცერი ლევან ჩხიკვაძე სე აფასებს:

- კახა ქრისტესაშვილი არაერთხელ მყავდა მხილებული თქვენი გაზეთიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში, ეს იყო გატაცება, ცემა, წამება და ცრუ დასმენა, რომელიც მან ჩემთან მიმართებაში განახორციელა სააკაშვილ-მერაბიშვილისა და გიორგი ბარამიძის უშუალო მითითებით. სანაცვლოდ ის საპატრულო პოლიციაში იქნა დანიშნული, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. «ალიაში» ქრისტესაშვილის ზონდერად მხილების შემდეგ, სულ ორიოდე თვის წინ მთავარ პროკურატურაში დამიბარეს და დამკითხეს, ბუნებრივია, ჩემს შემდეგ მთავარ და მნიშვნელოვან მოწმეს კახა ქრისტესაშვილს დაიბარებდნენ პროკურატურაში. ქრისტესაშვილის ახლობელი იყო ზურაბ მაისურაძე, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი მთელი ამ სცენარის შემოქმედი იყო, რომელიც მაშინ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა (დღეს ზურაბ მაისურაძე კაცმა არ იცის, სად არის!). ის ასევე ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. სწორედ მერაბიშვილისა და მაისურაძის პირდაპირი მითითებით ჩაიდინა კახა ქრისტესაშვილმა ეს შემზარავი დანაშაული ჩემს წინააღმდეგ, რომლის ცრუ დასმენით წლები გავატარე ციხეში.

როცა დამკითხეს მთავარ პროკურატურაში, რა თქმა უნდა, მთავარ მოწმეს ქრისტესაშვილს ედებოდა ბრალი ჩემს წამებაში, გატაცებასა და ცრუ დასმენაში, მას ჩემს შემდეგ აუცილებლად დაიბარებდნენ დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში. ბუნებრივია, ხელი უნდა დაედო სააკაშვილიდან დაწყებული ყველა ზემოჩამოთვლილი პირისთვის, ეს იქნებოდა პირველ რიგში მერაბიშვილი, ბარამიძე, ღვინიაშვილი, მაისურაძე და სხვები და ის აუცილებლად დაკითხვის შედეგებს ამ პირებს მოახსენებდა, ასევე ბუნებრივია, ამის შესახებ მეუღლეს ეტყოდა, მეუღლეს მისი შავი საქმეების შესახებ ისედაც ბევრი რამ ეცოდინებოდა.

1-ელ აგვისტოს დაიბეჭდა «ალიაში» ის ეპიზოდი, როგორ გამიტაცეს დიდუბეში გიორგი ბარამიძის საარჩევნო შტაბის ოფისიდან, ვინ იყო გამტაცებელი და მწამებელი. ეს იყო ქრისტესაშვილი სხვა ჯალათებთან ერთად და ეს კაცი დღეს გმირია?! ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ დაკითხვის შემდეგ კახა ქრისტესაშვილს, რომელსაც პრობლემები შეექმნებოდა, ჩემზე ახალი ზეწოლები უნდა დაეწყო. ჩემ მიმართ «ნაცებისგან» პროცესები რომ დაიწყო, ამის შესახებაც დაიბეჭდა იმ სტატიაში. ტელევიზიით ითქვა, რომ, როცა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე სახლში იყვნენ, მათთან მივიდნენ შვილები და შვილიშვილები, მათი წასვლის შემდეგ კი მათ სახლში ძალიან ახლობელი ადამიანი ესტუმრათ, ტელევიზიით ისიც გაცხადდა, რომ გაზის გამათბობელში აღმოჩნდა სხვადასხვა საგნები, რომელიც ჩაჭედილი იყო გამათბობელში, რის გამოც გაიგუდნენ.

- როგორც ჩანს, სტუმარი მასპინძელთა მხრიდან ნდობით სარგებლობდა და ამიტომ როგორ შეიძლებოდა ტექნიკური თვალსაზრისით გაზის გამათბობელი სტუმარს დაეზიანებინა, ამას როგორ მოახერხებდა?

- კარგად მომზადებული პირისთვის, რომელიც სტუმრად მივიდა ოჯახში და ნდობით სარგებლობდა, ამის გაკეთება იოლი იყო. გამათბობლის მილი გარეთაა, რომლის ამოქოლვა იწვევს «ცეოს» დაგროვებას, ეს ყველამ იცის და ასეთი რამეების გაკეთება რთული არ არის, თუ უნდათ.

- თქვენ დარწმუნებით ამბობთ, რომ ცოლ-ქმარი მოკლეს?

- თუ გავითვალისწინებთ ქრისტესაშვილის ოპერატიულ გამოცდილებას, მას ნორმალურად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი ექნებოდა და არა კუსტარული. როგორ მოხვდა გამათბობელში სხვადასხვა საგნები, თუ ეს ვინმემ სპეციალურად არ გააკეთა?!

- თუ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილიც გაზით გაიგუდა.

- რამაზ კლიმიაშვილი ჩემი კარის მეზობელი იყო, სწორედ გაიხსენეთ, ისიც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ კლიმიაშვილს, რომელიც უზრუნველყოფილი ცხოვრობდა, გაუმართავი ჰქონოდა გაზის გამათბობელი. ის სააკაშვილის რეჟიმმა მოიშორა, რადგან მათ შესახებ ბევრი იცოდა. კიდევ ვიმეორებ, კახა ქრისტესაშვილი ჩემს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს მოწმე იყო, რომელსაც აუცილებლად უნდა ეთანამშრომლა პროკურატურასთან, რომ თავი მაქსიმალურად გადაერჩინა მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. «ნაცებმა» იცოდნენ, მთავარი პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდა და გამოძიება მიმდინარეობდა.

- კახა ქრისტესაშვილის გარდა, თქვენს წამებაში ზოგიერთი ადვოკატიც მონაწილეობდა, ზურაბ მაისურაძე და ქალაქის მაშინდელი პროკურორი ღვინიაშვილიც ხომ მთავარი მოქმედი პირები იყვნენ თქვენი დასჯისა და დაპატიმრების სქემაში, მაშინ გამოდის, ესენიც ქრისტესაშვილის ბედს გაიზიარებენ?

- საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ცენტრალური მოწმე, რომელმაც სააკაშვილ-მერაბიშვილის დავალება შეასრულა, ეს არის ქრისტესაშვილი. ზურაბ მაისურაძე, როგორც გითხარით, ააორთქლეს, რატომ არავინ არაფერს ამბობს მაისურაძეზე, მას ხომ მთელი სიბინძურეები აქვს ჩადენილი, ბარამიძე-ღვინიაშვილი პარალმენტში სხედან, მაგათი დროც დადგება, არავის შერჩება ბოროტება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს ის, რომ «ნაცელიტა» სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერზე წამსვლელია. ამ დროს სასაცილოა ის, რომ სააკაშვილს ქაშმირის პალტოზე სდებენ ბრალს და ამით სალაპარაკოს აძლევენ სააკაშვილს და მის გარემოცვას, რომ იყბედონ გაუთავებლად. მაშინ, როცა ჩემი და ჩემნაირების მიერ დადებული უტყუარი ფაქტები და მტკიცებულებები ზუსტადაც რომ სააკაშვილისა და მისი ხროვის სისტემურ დანაშაულებს ადასტურებს.

ლაპარაკია წართმეულ, რამდენიმე ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ბიზნესზე, უკანონოდ აღკვეთილ თავისუფლებაზე, გატაცებაზე, წამებაზე, მკვლელობის მცდელობაზე, «ალიამ» ეს ყველაფერი გააშუქა და ვინმეს არ ეგონოს, მკვდარს უსამართლოდ რამეს ვაბრალებ, ეს ყველაფერი კარგა ხნის წინ გამოქვეყნდა თქვენს გაზეთში.

ალია“, ნანა სულავა