18 იან 2018 21:48 822

სისხლიანი ინციდენტი თბილისში - დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა 3 სტუმარი დაჭრა

თბილისის ცენტრში, აზერბაიჯანულ რესტორან „აღა“-ში, დაბადების დღეზე ერთმა პირმა წვეულების სამის სტუმარი დაჭრა. იუბილარის მეგობრებიდან ერთი მძიმედ, ორი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, ერთ-ერთ დაჭრილს არტერია აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით დაჭრაში დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქმეზე ძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს

 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით პირი, რომელმაც წვეულების სტუმრები დაჭრა, წვეულებაზე სპეციალურად მიწვეული მომღერალი იყო.