17 იან 2018 17:13 3237

«ალიას» მელორ ვაჩნაძე დაუკავშირდა და გვითხრა, რომ დღეს მისი დაკავება იგეგმება!

სულ ცოტა ხნის წინ, «ალიას» მელორ ვაჩნაძე დაუკავშირდა და გვითხრა, რომ დღეს მისი დაკავება იგეგმება, რაც მისი თქმით, პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაა. დეტალებს ვაჩნაძესთან ინტერვიუდან გაიგებთ:

- გუშინ საქალაქო სასამართლოში, მეოთხე დარბაზში, იყო ჩემი ახლო მეგობრის სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე საათით გადაიდო. ვინაიდან დიდი ხანი მოგვიწია ლოდინი და ხალხმრავლობის გამო დასაჯდომი ადგილები არ იყო, დისკომფორტი შემექმნა და სასამართლოს მეორე დარბაზის (თუ სწორად მახსოვს) კართან ცარიელი სკამი იდგა, ჩვეულებრივი საოფისე სკამები რომ არის, ისეთი. ვიფიქრე, ავიღებდი... სანამ კონკრეტულად ამბავზე გადავალ, მანამდე იმას გეტყვით, თავიდან რა შევამჩნიე: სასამართლოში შესვლისას პირადობას რომ ვაწვდიდი ბადრაგის სამსახურს, რაღაც ძალიან აგრესიულად იყვნენ. ნაციონალების დროინდელი ბადრაგები და მანდატურები არიან იქ, იმ დროიდან რომ მიცნობენ, ციხიდან რომ მოვყავდი და გამომეტყველებაში რომ ამჩნევ პიროვნებას, იქედნურად რომ გიყურებს. არ მივაქციე ამას ყურადღება, ვიფიქრე შეიძლება ვერ მიცნეს, ან ვიღაცაში ავერიე... მოკლედ, თავისუფალი სკამი რომ ვნახე, ავიღე, დარბაზის მოპირდაპირე მხარეს დერეფანში გადმოვდგი და ჩამოვჯექი. რამდენიმეჯერ სხვა ბადრაგებმა ჩამიარეს და არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, მაგრამ უცებ მოდის ერთი ბადრაგი, რომელსაც სახეზე ვიცნობ (სახელს და გვარსაც გავიგებ, ვინ იყო), დამადგა თავზე (ამის ამსახველ ვიდეოკადრებსაც გამოვითხოვ დღესვე) და სიტყვასიტყვით ამას მეუბნება: - ბიჭო, ვინ მოგცა უფლება, რომ სკამზე დაჯექიო? ისევ ვიფიქრე, მეთქი ვიღაცაში ვეშლები ალბათ, არ მეგონა, თუ ფორმაში ჩაცმული მანდატური ასე აგდებულად «ბიჭოთი» მომმართავდა...

- შემდეგ?

- მე ვუთხარიბოდიში, შემოგევლე, არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა და ეს «ბიჭოთი» მომართვა სად ისწავლე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი? წესიერად მითხარი და ავდგები-მეთქი, ძალიან მეგობრულად მივმართე. «არ მინდა ახლა, ბიჭო, ბევრი ლაპარაკი! ადექი და ეგ სკამი შეიტანეო», მომმართა. ისევ «ბიჭოებით» მესაუბრები და უზრდელობაა ეგ, მუნდირი რომ გაცვია, ცხრაჯერ მეტი პაივისცემით უნდა მიმართავდე მოქალაქეს, შენ ხარ სახელმწიფო სამსახურში, ხარ სახელმწიფოს სახე და შენ თუ უზრდელი ხარ, სახელმწიფოც უზრდელია. აქედან გამომდინარე, მაგ საქციელით შენ არცხვენ მუნდირსაც და სახელმწიფოსაც-მეთქი. ამაზე პროტესტი კი არა, ახტა, დახტა, დაუძახა მანდატურებსგამაყვანინეთ ეს აქედან, თავში აქვს ავარდნილიო... იქ ბევრი ჩემთვის უცხო ადამიანიც იყო შემსწრე ამ ყველაფრის და მოვიდნენ, ყველა გვერდში დამიდგა. მომკიდეს ხელი, სათვალე დამიმტვრიეს და ძალით ჩამიყვანეს დაბლა, პატიმრებისთვის განკუთვნილ მოსაცდელ ოთახში. ვუხსნიდი, მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვი, ჩემი დისშვილი  მიზის-თქო, არ მარეკინებდნენ, რაზე ვიყავი დაკავებული არ მეუბნებოდნენ და გადამკეტეს... მერე ბავშვის თემამ ცოტა აზრზე მოიყვანა ეტყობა, მეგობართან დამარეკინეს, რომელსაც ვითხარი, მიხედე ბავშვს, არ შეეშინდეს-მეთქი. ზუსტად ნახევარ საათში ჩამოდის საბადრაგოს უფროსი და მეუბნებაკადრები ვნახეთ და კი, მართალი ხარ, მაგრამ იქნებ პირადობა მოგვცე, იმიტომ, რომ ეს ამბავი არაფორმალურად არ გამოვაო. არ მოგცემ პირადობას, ჯერ უნდა წამიკითხო რისი და რა უფლება მაქვს, ვინ დამაკავა, რატომ დამაკავა, რა მიზნით ვარ დაკავებული და როცა ყველაფერს მეტყვით და ჩემს უფლებებს წამიკითხავთ, მერე არაა პრობლემა-მეთქი. წავიდა, მოვიდა და მეუბნებაარაფერი არ იქნებაო, ვიცით, რომ მართალი ხარ, ბოდიშს გიხდითო, ცოტა ხანი მოითმინეფორმალობააო და გაგიშვებთო. ოთხი საათი რომ გავიდა, ჩამოდის პიროვნება, მიღებს კარებს და მეუბნებათავისუფალი ხარო... მანამდე ვიღაც ბიჭი ჩამოვიდაიქნებ აღიარო შენი ცოტათი გადაცდომა და სასამართლოს თავმჯდომარე საყვედურით შემოიფარგლებაო...

- თუ მაგ პირის თქმით, რამე გადაცდომა გქონდა, მაშინ ბოდიშებს რაღატომ გიხდიდნენ?

- ეგ ვკითხე მეც, წეღან ბოდიშებს მიხდიდით და ახლა რას მეუბნებით, ვერ გავიგე-მეთქი? მოკლედ, ოთხი საათის მერე გამომიშვეს და გავაპროტესტე, ოთხი საათი გამწყვდეული რომ გყავდით ვიღაც ყაჩაღივით, ეს რას ნიშნავს-მეთქი? ერთი სიტყვით, თავისუფალი ხარ, არ გვაქვს არანაირი პრეტეზნიაო. ეგრე არ გამოვა-მეთქი, ახლა საბუთი მომეცით, რომ ამდენი ხანი დამაკავეთ და რის გამო და ვისი ბრძანებით დამაკავეთ, ესეც ამიხსენით. სკამზე ჯდომის გამო, შეიძლება, რომ ადამიანი 4 საათი დაამწყვდიო-მეთქი? ამასობაში, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მოვიდა და იმათ ეუბნებოდნენვუშვებთ ვაჩნაძეს, მაგრამ არ გამოდისო. კიდევ ორი საათი რომ გავიდა, ჩემები შემეცოდნენ, გვიანი იყო და გარეთ იყინებოდნენ და გამოვედი. უკან საბადრაგოს 15 კაცი მომყვებოდა და სასამართლოს ეზოში რომ გამოვედი, მითხრესრომ იცოდე, 500 ლარი გამოგიტანა ზეპირი მოსმენით თავმჯდომარემო... გავოგნდი ამაზე და ძალიან უხეშად გავაპროტესტე და გავაპროტესტებ კიდევაც, რადგან ზუსტად ვიცი, მთავრობაში ძალიან ბევრისთვის ყელში გაჩხერილი ძვალივით ვარ და სწორედ ეს «ძვალი» დაახრჩობს მაგათ! 13 იანვარსაც დავწერე კრიტიკული პოსტიპოლიტპატიმრებს ყველა ფეხებზე იკიდებს და მათ ნაომარზე მოსული ხალხი თბილადაა მომჯდარი დღეს! არჩევნების შემდეგ, არაერთხელ გავაკრიტიკე მთავრობა და რამდენიმეჯერ შემომითვალესმელორ, დაგვიჯერე, ჩვენთან მეგობრობა ჯობიაო. მე კიდევ არ ვარ სულგაყიდული და კოჭის გაგორებას ვერ დავუწყებ ვიღაცებს!

- ანუ ფიქრობ, რომ .. სკამის ინციდენტი პროვოკაცია იყო რეალურად?

- დიახ, მასე ვფიქრობ და ალბათ იცოდნენ, რომ შეიძლება წამოვგებულიყავი ამ პროვოკაციაზე. უკვე დღეს მირეკავენ - მეექვსე განყოფილებიდან გირეკავთ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით, მაისურაძე ვარ, უფროსიო. ხომ ამოიწურა ეგ ინციდენტი? 500 ლარით დამაჯარიმეს უკანონოდ და გავასაჩივრებ ამას-მეთქი. არაო, რომ გააპროტესტეთ, მაგაზე გვაქვს საქმე აღძრული და მოწმის სტატუსით უნდა მოხვიდეთ განყოფილებაშიო. ჯერ ერთი, ფიზიკურად ცუდად ვარ, სიცხე მაქვს, ვწევარ და თუ მოწმის სტატუსით ვარ, იქნებ 1-2 დღით გადავდოთ ჩემი მოსვლა-მეთქი? როგორმე უნდა მოახერხოთ მოსვლაო. ათასი გამოუძიებელი საქმე გაქვთ თაროზე შემოდებული და თუ მოწმის სტატუსით ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 1-2 დღე რომ გადავდოთ, არ იქნება ურიგო-მეთქი. მირეკავს ზუსტად 10 წუთში და არ გამოვა ეს ამბავი და უნდა მობრძანდეთ, გადაუდებელიაო. თუ მაკავებთ, მისამართი იცით და სახლში გელოდებით, დამირეკეთ მოსვლამდე, ჩავიცვამ, ჩავბარგდები და დამაკავეთ, არანაირ წინააღმდეგობას არ გაგიწევთ და დაკითხვა თუ გინდათ, შეგიძლიათ სახლშიც დამკითხოთ-მეთქი. არადა, მართლა ცუდად ვარ ახლა, ალბათ ხმაზეც მატყობთ თქვენ.. მოკლედ, გაიგიჟა თავი, უნდა მოხვიდეთო, თორემ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო... რაც გინდათ ის ქენით-მეთქი. ერთი სიტყვით, პირდაპირ ვაცხადებ: ვიღაცას ძვალივით ვყავარ ყელში გაჩხერილი, მთავრობიდან ვიღაცის დავალებას ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან ჰგონიათ შემეშინდებაშეიძლება ცოტა ხანი მომისაჯონ პატიმრობა, ან აქეთ-იქით მატარონ და დისკომფორტი შემიქმნან. პირდაპირ ვამბობ: ეს მე არანაირ დისკომფორტს არ შემიქმნის და პირიქით, ამ ყველაფერმა იმდენად ბრძოლის ჟინზე მომიყვანა, რომ უკვე ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავსავდექი, ჩავიცვი და ახლა საქალაქო სასამართლოში ვარ, რომ როგორმე გუშინდელი განჩინება მოვიპოვო და შემდეგ ვაშლიჯვრის განყოფილებაშიც მივალ, ჩემს მეგობრებთან და ადვოკატთან ერთად. უბრალოდ საზოგადოებას მინდა ვუთხრა: ნაციონალების დროს პრობლემა ის იყო, რომ სათავეშივე ხმა არ ამოვიღეთ და დიდი ხანი მივეცით მათ საშუალება, რომ მათი მანკიერება ძვალსა და რბილში გამჯდარიყო. დღევანდელ ხელისუფლებას კი სათავეშივე უნდა დავუმთავროთ მათი თავხედობა და არადემოკრატიული ქმედებები, როდესაც ადამიანს იჭერენ სასამართლოში სკამზე ჯდომის გამო და თავის ზონდერ-თანამშრომელს, რომელიც დაბლა პატიმრებს აწამებდა და რომლის მომსწრეც პირადად მე ვარ, აძლევენ საშუალებას «ბიჭოებით» და შეურაცხყოფებით ესაუბროს თუნდაც ბევრისთვის მიუღებელ, მაგრამ ადამიანს, რომელმაც ციხეში წლები გაატარა და რომელმაც ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის მართლა ბევრი გააკეთა!

- ანუ ფიქრობ, რომ დღეს, განყოფილებაში მისვლისას, შესაძლოა, დაგიჭირონ?

- დიახ! ზუსტად ვიცი, რომ დამიჭერენ, რადგან რამდენიმე ზარი იყო ჩემთან შემოსული და პირდაპირ გამაფრთხილეს ჩემმა ახლობლებმა, რომლებიც ცოტა, მაგრამ მაინც შემომრჩა დღევანდელ ხელისუფლებაშიდღეს უეჭველი დაჭერას გიპირებენო, ანუ ეს შეთანხმებულია უკვე ჩვენს პრორუს შინაგან საქმეთა მინისტრთან! მისი პირდაპირი ნებართვაა გაცემული, რომ იქნება მელორ ვაჩნაძემ ცოტა ჭკუა ისწავლოს და ჩვენს გაკრიტიკებას თავი დაანებოსო! მგონია, რომ ჩვენს შსს- მინისტრს ძალიან მაგრად «დაერხევა», მისი პრორუსული წარსულით და ძალიან მძიმე დღე დაუდგება!

 

«ალია», ნინო ლაბარტყავა