15 იან 2018 14:18 4543

რა მოხდა სინამდვილეში „ბასიანში“ და ვინ აფარებს ხელს ნარკობარიგებს?

ქართული მარშის ერთ- ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ნარკობარიგების და ლგბტს პრიტონ "ბასიანში" 3 ახალგაზრდა დაცვის წევრია დაჭრილი! როგორც გავიგე ბარიგებთან მოსვლიათ შეკამათება და მათ სასიკვდილოდ გაწირეს დაცვის წევრები!!! - შსს ცდილიბს მიჩქმალოს საქმე და არ ახსენოს კლუბი ბასიანი ამ საქმესთან!!! - შსს მინისტრო გახარია რამდენჯერ მოგიწოდა ქართულმა მარშმა შედი "ბასიანში", მაგრამ შენ ყურიც არ დაგიფერთხავს! - დღეს ახალგაზრდები დაჭრეს, ხვალ კაიფში გაიპარებიან!!! როდემდე?! რატომ ვერ ბედავ კლუბებში რეიდს? რატომ მფარველობ ბარიგებს და კრიმინალებს? რა ან ვინ გიშლის ხელს?! დავიჯერო წილში ხარ ნარკორეალიზატორებისგან?!

 

ალიალადო სადღობელაშვილს დეტალებზე სასაუბროდ დაუკავშირდა:

- დიახ, ეს ინფორმაცია დღეს რატომღაც იჩქმალება, შემთხვევა მოხდა 14 იანვრის გამთენიისას, ჩვენ უკვე დილასვე ვიცოდით ამის შესახებ, მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ტელევიზიამ გააჟღერა მხოლოდ და ისიც კლუბბასიანსთითქოს შეგნებულად არ ასახელებენ, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიიტორიაზეო, ეს რას ნიშნავს, რა გამოდის, აქაც ვიღაც მითითებებს იძლევა? ერთ-ერთმა ტელევიზიამ ისიც თქვა, რომ ეს არისო ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციაო, ეს ხელის დაფარებაა მეტი არაფერი, მიზანმიმართულად რომ არ გახმაურდეს მომხდარი.

- და როგორ გგონიათ, რატომ ხდება ეს?

- გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას, ნარკოტიკით ვაჭრობა მიშვებული აქვს ამ კლუბებზე, ანუ თითქოს რაღაც მწვანე ზონა არის შექმნილი ნარკომომხმარებლისთვის, მიდიან კლუბში ვითომ მუსიკის სასმენად და საცეკვაოდ და სინამდვილეში იქ იმ კლუბში დაწყებული სინთეტიკურიდან საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკური საშუალებით დამთავრებული, ყველაფერი ხელმისაწვდომია. ავი რომ დავანებოთ ლგბტსხადნიაკებს, მე მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პოლიციელები არიან ზემდგომებისგან გაფრთხილებულები, რომ იქიდან გამოსულები არ შეაწუხოთო, მე ეს ყველაფერი თავად ნაცნობი პოლიციელებისგან ვიცი. კლუბებში რატომ არ ატარებთ რეიდებს მეთქი, ქუჩაში რომ ამოწმებთ ხალხსთქო, ჩვენო ასე გვეუბნებიანო, არ შეეხოთ, ამათი ქუჩაში გამოსვლები და აქციები გვინდა ახლაო?...

- მაინც რა მოხდა კლუბ ბასიანში, თქვენი ინფორმაციით?

- მე არ ვიცი, როგორ გაახმაურებენ მომხდარს, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია პირველი პირებიდან, როდესაც მივიდა დაშავებული დაცვის წევრი ამ გამსაღებლებთან რათა გაეჩხრიკა, რომლებიც საკმაოდ აღჭურვილები შედიოდნენ ნარკოტიკული საშუალებით კლუბბასიანში“, როცა მოუჩინა დიდი რაოდენობის ნარკოტიკი, დაცვის წევრმა უთხრა ასე ვერ შეგიშვებო, ცნობილი ფაქტია, რომ ამფეტამინების თრობის დროს მომხმარებელი საკმაოდ აგრესიულია, გამოცხადდა, რომ მთვრალები იყვნენო, მე გეუბნებით, რომ ეს გამსაღებლები თავისთავად მომხმარებლებიც არიან, ზოგადად იმიტომ ვაჭრობენ, რომ წამლის ფული ქონდეთ სისტემატურად, შესაბამისად ჯერ მოხდა ერთი დაცვის წევრის დაჭრა და სავარაუდოდ ის ორი იმ დროს დაიჭრა, როცა მისაშველებლად მივიდნენ, ახლა ეს ყველაფერი არ ხმაურდება, იმის ფონზე, ორი თვეა რაც გახარია ახალი მოსულია მინისტრად, პარალელურად დღე არ გადის ისე, რომ ქართული მარშის რომელიმე წევრმა არ გაავრცელოს სოცქსელში ინფორმაცია, არ მონიშნოს პრესსამსახურები, ასევე პრესაში ახალ მინისტრს მოვუწოდებთ, რომ მიხედოს, სწორედ კლუბურ ნარკოდანაშაულს, ამ კლუბებში ფაქტიურად ყრია ნარკოტიკი და რამდენი ფატალური შედეგი გვაქვს ბოლო ხანებში, გახმაურებული და გაუხმაურებელიც. მაგრამ ამ ყველაფერს რატომაც აიგნორებენ.

- რაშია გამოსავალი?

 

- ჩვენ მომხმარებელზე არ გვაქვს აქცენტი, მკაცრად გაკონტროლდნენ .. ნარკობარიგები, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ ვიცით რა დოზით და რა ხარისხის საშიშ ნარკოტიკულ საშუალებებს აჩვევენ ისინი ჩვენს შვილებს, სწორედ ამ ვითომ უწყინარი კლუბებიდან, კლუბბასიანში“, ცნობისთვის ეს არის ძველ დროში დინამოზე არსებული .. ბასეინების ტერიტორია, აი აქაა ეს კლუბი და ახლაბასიანიქვია. კლუბგალერიში“, „მტკვარიარის კიდევ ასეთი კლუბი, ერთ დიდ ნარკოპრიტონად არის ქცეული ეს კლუბები, რასაც შსს და ხელისუფლება საეჭვოდ არ განიხილავს დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, რატომ არ შედის შსს ხოდა იმ ადგილში, სადაც რეალურად ნარკოდანაშაული ხდება და რატომ მიდის კახეთში და სამეგრელოში და იქ ატარებს რეიდებს?!.... ეტყობა მას დავალება აქვს ზემოდან მიღებული, ან ისეთი ადამიანებისაა ეს ბიზნესი რომ ვერ უბედავს, გამოვიდეს გახარია და თქვას მაშინ რაშიცაა საქმე. ვერც იმას ვიტყვი რომ სინთეტიკურიც და კლუბური ნარკოტიკი მავნებელი არაა, ასე არ არის. მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალურად მოარიდოს ასეთ კლუბურ სიტუაციებს შვილები, აქ ხდება დანაშაულებები, აქ ნარკოტიკური საშუალებები ყრია და არანაირად არ კონტროლდება, შესაბამისად არ ვართ დაცულები , მაშინ როცა ეს სამართალდამცავების პირდაპირი მოვალეობაა, ჩვენით იღებენ მაღალ ხელფასებს და ვალდებულები არიან დაიცვან ჩვენი შვილების უსაფრთხოება.

„ალია“, ლაურა აბრამია