12 იან 2018 23:44 1087

მაკა რაზმაძე: ,,დაობება და წარსულში ჩარჩენა არის ცუდი”

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკა რაზმაძეს ,,პრიორიტეტები” დაუხურეს და საერთოდაც, ,,იბერიადან” მიდის. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

"ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, თან ძალიან გადაჭარბებული. ჯერ არ მინდოდა სიახლეების დაანონსება, სანამ პრომო არ იქნებოდა მზად, მაგრამ სამ-ოთხ ადამიანში ნათქვამი გეგმები უცებ სტატუსებად რომ ვნახე აქ, იძულებული გავხდი გავცე პასუხი. მალე იქნება უკეთესი და ახალი სიახლეები და ახალი გამოწვევები არის კარგი. დაობება და წარსულში ჩარჩენა არის ცუდი. დაგიბრუნდებით ძალიან მალე ახალი პროექტებით. გმადლობთ, ნახვამდის," - წერს რაზმაძე.