12 იან 2018 18:37 1654

«რა სიკვდილი გვჭირს ქართველებს, რა უნდა გვიქნან მეტი, როდის გამოხვალ ქუჩაში, როდის!!!»

ახალი წელი ძალიან მაგრად მოგვილოცეს, შესაშური მეხუთე წელი დადგა და სემეკის გადაწყვეტილებით, «თელასის» აბონენტთათვის 1,5 თეთრით გაიზარდა ტარიფი. «მინდა მივმართო ხალხს, თუ არ გამოხვალთ და არ გამოთქვამთ პროტესტს გაზრდილ ტარიფებზე, კეთილების ხვნა წარმატებით გაგიგრძელდებათ», - ასე გამოეხმაურა ამ ამბავს პოლიტიკური  პარტია «თავისუფალი საქართველოს» ქუთაისის წარმომადგენელი გოგი წულაია, რომელიც «ალიას» გეგმებს სამომავლო უმხელს:

- ვიყავი სემეკის სხდომაზე, გამოვედი და თქვი, რომ ქუთაისში ყოველწლიურად 22 202 ოჯახს ეჭრება ელექტროენერგია, გადაუხდელობის გამო, როდესაც ამ ტარიფებს უმატებენ ეს ნიშნავს, რომ, ალბათ, ამ წელში დენი ჩაეჭრება 25 000-ზე მეტ აბონენტს, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მცირე 24 000 ბავშვი იზრდება უდენოდ, კომპიუტერის, ტელევიზორის და . გარეშე, მეცადინეობა უწევთ სანთლის შუქზე, ეს იცით, რას ნიშნავს? თითქოს მე-17 საუკუნე იყოს, არადა ამათ არ აქვთ, ეტყობა, კალენდარი სახლში და არ იციან, რომ ახლა 21- საუკუნეა! და ეს არის ტრაგედია და სამარცხვინო ფაქტი და თუკი ღირსებაზე ლაპარაკობს ჩვენი პრემიერი, აი, ზუსტად ესაა უღირსი საქციელი, როდესაც შენს ქვეყანაში ადამიანებს ასე აცხოვრებ.

- რა თქვეს სემეკში, რა მოისმინეთ სხდომაზე?

- აი, მოტივი არის სწორედ, რომლითაც შეგვჭამეს, დაგვწყვიტეს, პირდაპირი გაგებით... ინვესტიციას ვაკეთებთ და ასე და ისეო, რა ინვესტიცია, ინვესტიციას ახორციელებდეს უნდა პარლამენტი იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ ქვეყანაში ბედნიერები, ამათთვის პირიქითაა, ინვესტიცია ამათთვის ნიშნავს იმას, რამდენი ადამიანი გამდიდრდეს მთავრობაში, რომელ ინვესტიციაზე ლაპარაკობენ ესენი... თურმე ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, რომ არ დავბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქაში და არ გვქონდეს უდენობა, აი, ამიტომ ვუმატებთ ტარიფსო, აი, ამით ხსნიან, ხარჯები გაიზარდა და თურმე მოგებას ვერ ნახულობენ, როდესაც თავიდან «ენერგოპროსთან» დაიდო ხელშეკრულება, ტარიფში შეტანილია თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ახალი «კიოსკების» აშენებას, ტრანსფორმატორების ყიდვას, კაბელების გამოცვლას, ბოძების გაახლებას და .. ეს არის მილიონობით თანხა, ეს ხელშეკრულება დღეს არ დადებულა, წლებია უკვე აკრეფილია მილიონობით თანხა, სად წაიღეს, რა გააკეთეს, მანახონ ერთი!

- სულ არაფერი გაუკეთებიათ?

- სადაა? ერთი გამოცვლილი ბოძი მანახოს ვინმემ... მთლად ბოლომდე თუ არ წაიქცევა, სანამ ვინმეს არ მოკლავს ძველი, მაგათი გამოცვლილი ბოძი არ ეღირსება ქუთაისს, მანახონ კილომეტრობით გამოცვლილი კაბელი, რამე მანახონ... ესენი კიდევ დიდ ფულზე მუშაობენ, როგორც კი ინფლაცია წავა და პირობითად 100 მილიონს შოულობდნენ წელიწადში და ახლა ჩამოვიდნენ 90 მილიონზე, აი, იმ 10 მილიონის დაკარგვაც არ უნდათ, ხვდებით, რაშია საქმე? ამიხსნან, აი, ეს მინდა, რომ გააჟღეროთ - თუკი რომელიმე აბონენტი სამჯერ გადააცილებს დენის გადახდას, მას ხომ ჩაუჭრიან დენს ყველა ჯერზე, მერე მესამედ, გაუჩნდა კაცს რაღაც თანხა და უნდა, რომ ჩაურთონ დენი, იმ ბოლო თვის გადასახდელზე კიდევ ამატებინებენ ყველაზე მაქსიმალური რომელ თვეშიც ჰქონდა დახარჯული, იმ თანხას, ანუ ბოლო თვის დამატებული ის მაქსიმალური თანხა, მერე დეპოზიტზე დაჯდებაო წლის განმავლობაშიო, ასეთი კატეგორიის ადამიანები, ვალებსაც არ ერიდებიან, ახლა მე გეკითხებით, 22 ათასი აბონენტია მარტო ქუთაისში ასეთი, როგორც გითხარით, წარმოიდგინეთ ახლა რამდენი მკვდარი ფული დევს «ენერგო-პროში» აქედან, პირობითად კაცზე 20 ლარი, გაამრავლეთ ახლა ეს წლიურად, რამდენი მკვდარი ფული უდევს, რას უშვრებიან ახლა ამ ფულს, აპროცენტებენ? რა სიკვდილს უშვრება, ცოლ-შვილს ახმარს? საყვარელს? სად სიკვდილში მიაქვთ ეს ფული, ახსნან ამ დედააფეთქებულებმა, აი, უბრალოდ, ახსნან, სად მიდის ამდენი მკვდარი ფული. და კიდევ ფასს გვიმატებენ, არ ჰყოფნით თურმე, არ გასკდა ამათი მუცელი! ხელისუფლება გვყავს ხოდა ისეთი, რომელიც მათ აძლევს ამის უფლებას, ისეთი დედააფეთქებული სემეკი გვაქვს, რომელიც ვერ გაძღა ხელფასებით, სულ ფეხებზე კიდიათ ამათ ყველაფერი.

- თქვენ მოუწოდეთ ახალ წლამდე ქუთაისელ მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტონ, რას აპირებთ?

- ამას არაფერი არ უშველის, ვნახეთ, ირანში რა ხდებოდა, ნუ ეხლა ამერიკა მართავდა ამ გამოსვლებს თუ რაც იყო, თვითონ ირანში სადაც ჩვენზე ათჯერ მეტი დიქტატურაა, პროვინციაში გაძვირდა რაღაცა და მოყვა მთელ ირანში გაფიცვა, აი, რა სიკვდილი გვჭირს ქართველებს, რა უნდა გვიქნან მეტი, როდის გამოხვალ ქუჩაში, როდის! დავიღალეო, დაიღალე? შენი დედაც, როდის დაანებებ თავს - არ ვენდობი, მეთაური გვინდა... ცხვარი ხარ, მეთაური რომ გინდა? სომხეთში რა მოხდა, გვახსოვს დენის ტარიფის მატებაზე, ნამდვილად არ ვარ მომხრე, შეცვივდე პარლამენტში, ამტვრიო, ანგრიო, მაგრამ პროტესტის «ჟილკა» აქვს ამ ხალხს, არ გექნება ეს «ჟილკა»? გაგძვრება სული, გაგძვრეს ხოდა, რა ვუყო ახლა, მე მოვუწოდებ, ვუხსნი, შენს გაყვლეფაზე მუშაობენ, აყვლეფიე თავი, რა გიყო...

- ახალი წლის მერე ახალი ენერგიით გავაგრძელებ მთავრობის სისხლის გაშრობასო, რას აპირებთ, მაინც?

- ახლა რა არის, იცით? ახალი წლებია, რაცხა პატარა საჭმელი აქვთ სახლში, აი, ის საჭმელიც რომ გამოელევათ და იანვრის ბოლოს გაზრდილი ტარიფით რომ მიუვათ გადასახადი დენის, იქნება გამოვიდნენ ქუჩაში. გამოვლენ, გამოვლენ, მე გაზის ტარიფის გაზრდისასაც მოვუწოდე, მოგროვილიყვნენ ქუთაისელები პარლამენტთან, 30 კაცი ძლივს მოვაგროვე მაშინ, თუ ეს ერი არ იტყუება და მართლა შია და უჭირს, მაშინ გამოვლენ და გააპროტესტებენ, თუ არადა, გამოდის, რომ ჯერ კიდევ არ უჭირთ და იტყუებიან, კარგად რომ გაუჭირდებათ, გამოვლენ, მოვალ მეც და დავუდგები ხალხს გვერდში. მე ხვალვე მივალ პარლამენტთან, მერე რა რო?

- ბატონო გოგი, ახალი წელი როგორ ჩაატარა ქუთაისმა, რა განწყობა იყო, ქუთათურების საკადრისი ნაძვის ხე დაგიდგეს ბოლო?

- რა განწყობაზეა საუბარი, განწყობა იყო ცუდი, რომ არ მოგატყუოთ, მომავლის იმედი და პერსპექტივა არის ცუდი, საახალწლო დღეებია მაინც, როგორ ვთქვა, ეგენი ვერ მეესწრნენ უკეთესს-თქვა! ვიღაცას უხაროდა, ალბათ, უმეტესობას, ჩემი აზრით, უჭირდა ამ ქალაქში და არავითარი კარგი განწყობა არ ჰქონდა, მშრომელი ადამიანების უბანში ვცხოვრობ, უმუშევარი რომ დარჩა უმრავლესობა ავტოქარხნის მოსპობის მერე, ცოლი, დედა, და, შვილი საზღვარგარეთ მონად და მოსამსახურედ რომ გყავს გაგზავნილი, გიჭირს და რა გაგახარებს? ნაძვის ხეს რაც შეეხება, კი, მოახერხეს ბოლოს ამ უნაიროებმა და კი დაგვიდგეს, ის პუჭურა ნაძვის ხე ინტერნეტში რომ გავრცელდა, გეფიცებით მე კი მაბრალებდნენ, მაგრამ ჩემი ხელი მართლა არ ერია ამ ამბავშიჩემზე ოხუნჯი სხვა აღმოჩნდა ქუთაისში კიდევ და კარგად კი გააღადავა ქალაქის მუნიციპალიტეტი, სინდისზე ააგდო რა. მოკლედ, ასე იყო. მშვიდობას, გამოფხიზლებას და ღირსების დაბრუნებას ვუსურვებ სრულიად საქართველოს, რა ვთქვა მეტი.

- გაგიკვირდათ «პრაიმშოუმ» 2017 წლის ყველაზე აქტიური მამაკაცის ტიტული რომ მოგანიჭათ?

- არ დაგიმალავთ, გამიკვირდა, თბილისელს რომ არ მიანიჭეს ეს ტიტული და რეგიონიდან ამირჩიეს, მადლობელი ვარ, ვთვლი, რომ რატომაც არა, ორმო, ბოძი და .., არ დარჩენილა ადგილი და სიტუაცია, ჯანდაბა და ოხრობა, სადაც არ მივსულვარ და არ გამიპროტესტებია, აქცია არ დარჩენილა, ქვეყანაში თუ რამე უმსგავსობა ხდება, ჩემი  გამოხატულება მაქვს... გამიკვირდა კი, ამ ქვეყნის ტრაგედია საერთოდ ისაა, რომ რეგიონებშიც არსებობენ ადამიანები, ძალიან კარგები და ჭკვიანები, იუმორით სავსეები, რატომღაც ყურადღება თბილისს არ სცდება. ამდენად, ეს იყო მოულოდნელი, თვარა რატომაც არა? ეს ჩემთვის სტიმულია, გაასმაგებულად ვიბრძოლო სამართლიანობისთვის ამ ქვეყანაში, ანუ ჩემებურად რომ ვთქვა, ახალი ენერგიით გავაგრძელო ამათი სისხლის გაშრობა, თვითონ რომ ხალხს, მოსახლეობას უშრობენ სისხლს, ამის საპასუხოდ.

- ბატონო გოგი, ეს ტიტული რომ მოგანიჭეს, მეუღლემ რა გითხრათ?

- ეს მისთვისაც დიდი სტიმულია, რომ მიძლებს მე, ვინც 2008 წლიდან ფაქტიურად ვარ უმუშევარი, ხან იქა ვარ, ხან აქ, საინფორმაციოებიდან უფრო ხშირად მხედავს, მგონი, ვიდრე ნატურში. ოჯახს როგორ არ ვაქცევ ყურადღებას, რაზეა საუბარიმაგრამ მაინც ამ ამბების გამო მეორე პლანზე მაქვს გადაწეული და ახლა ვამბობ, რომ მადლობა ჩემს მეუღლეს, ასე გაგებით რომ ეკიდება ჩემს აქტიური ცხოვრების წესს.

ლაურა აბრამია