11 იან 2018 22:35 1969

„ტერორისტების აყვანის ოპერაციის დროს ერთ ჩემს ყოფილ მოსწავლეს მანქანა დაუცხრილეს...“

პედაგოგი, „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე სოცილაურ ქსელში წერს:

„ტერორისტების აყვანის ოპერაციის დროს ერთ ჩემს ყოფილ მოსწავლეს მანქანა დაუცხრილეს. 
კომპენსაციისთვის როდესაც მიმართა, გამგებელს თუ სხვა რომელიღაც "ჟარპწიცას" უთქვამს, რა პრეტენზიული ხარო, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებულიყო და დამნაშავეს არ გაეკეთებინა, რას იზამდიო?
მოკლედ, რაღა გავაგრძელო და, წყალი არ მოდის დილიდან...
ეხლა ვფიქრობ: რა თავხედი ვარ!
ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ დავბადებულიყავი, არც წყალი
მექნებოდა, არც დენი, არც გაზი და, ზოგადად, ვიქნებოდი უარეს დღეში.
ამიტომ ასეთ უაღრესად საპატიო შემთხვევებში პრეტენზიები აიკაპიწეთ ხოლმე, გეთაყვა! 
თქვენ, მე როგორც გიყურებთ, ისიც კი გინდათ, რომ ხელისუფლება თავის მოვალეობას ასრულებდეს!
საერთოდ რომ არ დაბადებულიყავით, ვითომ, რა? 
ვის მოედავებოდით?
ამიტომ ხმა არ გავიგო ჩვენი!
არც ერთი სიტყვა, ალილუიას გარდა! 
არ შევჭამეთ ტვინი?!“