11 იან 2018 18:32 1547

„ვულოცავ "იბერიას" და აკაკი გოგიჩაიშვილს! მაშინ გოგიჩაიშვილი იგივეს საქმიანობდა, რასაც ნატა ფერაძე 2012მდე“

ირაკლი კორძაია აკაკი გოგოჩაიშვილის „რუსთავი 2“-დან „იბერიაზე“ გადასვლას ორიგინალურად ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში 2004 წელს, „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრის დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ამ სურათზე 2004 წლის იანვარია. იმ დღეს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იბერიას" შენობაში შეიჭრა. ჯიბეში 45 ლარი მქონდა, იქედან 30 აქციის ატრიბუტიკაში (კუბო, საღებავიან პულვილიზატორში და პლასმასის ვარდები) დავხარჯე. რამდენადაც მახსოვს, ნანა კაკაბაძემ და ერთმა კოლეგა ჟურნალისტმა 20-20 ლარი დამიმატეს და მეც რამდენიმე "შარის მაძიებელთან" ერთად აქცია გავმართეთ პარლამეტის შენობასთან. ვულოცავ ტელეკომპანია "იბერიას" და აკაკი გოგიჩაიშვილს. თუ სწორად მახსოვს, მაშინ გოგიჩაიშვილი იგივეს საქმიანობდა, რასაც ნატა ფერაძე 2012მდე. მადლობა ფოტოსთვის ავტორს, იური მეჩითოვს“