11 იან 2018 18:25 2829

„ნანა ლეჟავას მეუღლის გამო, ეს გოგონა არასრულწლოვან შვილთან ერთად, სახლის გარეშეა დარჩენილი!»

 

«ალიას» «ქართული მარშის» ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:

  - ლადო, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებსაც უტევ, «ქართული მარში» რომ დაბლოკილია ზოგიერთ ეთერში - ამ მიზეზით?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და არასდროს არაფერი იმალება. მარტო მე კი არა, «ქართული მარშის» ყველა წევრი ხმას არ ვიღებდით ამ ჟურნალისტებზე მანამ, სანამ მათგან პირდაპირი სიგნალი არ მივიღეთ, რომ თურმე ჩვენ, «ქართული მარშის» წევრები, ვართ დაბლოკილები კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტულ გადაცემებში. მათ თურმე დირექტივა ჰქონიათ მიღებულები ან მათი მამა-მარჩენალებისგან, ან იმ ადამიანებისგან, ვინც მათზე კომპრომატებს ფლობს.

 

 

მაგალითად, ვიცი, რომ დიანა ტრაპაიძეს პირდაპირი დავალება აქვს მიღებული თინა ხიდაშელისგან და გიგა ბოკერიასგან, რომ «ქართული მარში» არ უნდა გამოგვაჩინოს თავის გადაცემაში. ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მიიწვია მან თავის გადაცემაში გია კორკოტაშვილი და ერთხელ სანდრო ბრეგაძე, არადა მას გადაცემა თითქმის ყოველდღე აქვს, ხანდახან დღეში ორჯერაც. ვერ გავიგე ახლა, ბნელა? გოიმები ვართ და ვერ ვხედავთ, რა ხდება? ანალოგიური შემიძლია გითხრა ნინო ჟიჟილაშვილზე, რომელიც იგივე ფლანგიდან იმართება, საიდანაც ქალბატონი დიანა. ანალოგიურად დაგვიპირისპირდნენ ჩვენ ჟურნალისტები ნინო შუბლაძე, რომელიც დღეს ტვ-პირველშია საინფორმაციოს ხელმძღვანელი, და ნანა ლეჟავა, რომელიც იცით, «იმედზეა» დღეს.

 

 

რაღა დაგიმალოთ და ლეჟავას მეუღლემ, ვინმე ვოვამ, «ქართული მარშის» წევრ ერთ-ერთ გოგონას სახლი ჩაუდო სამევახშეო ფირმაში, აღარ გაუსტუმრა ის ფული და ამ გოგომ სახლი დაკარგა! დღესდღეობით ეს ადამიანი, თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად, სახლის გარეშეა დარჩენილი სწორედ ნანა ლეჟავას მეუღლის გამო! ან საერთოდ, ვერ გავიგე, როცა ეთერში ვიღაც ჩვენზე საუბრობს, ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ და კითხვებს პასუხი არ უნდა გავცეთ? ეს ცალმხრივი დამოკიდებულება და დაბლოკვა არავის არ გამოუვა, რა! კიდევ არ მისაუბრია ახლა ბევრი იგივე შუბლაძეზე, ტრაპაიძეზე და ჟიჟილაშვილზე, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და თქვენი გაზეთის საშუალებითაც ვიტყვი ამას - პიდარასტს დაერქმევა პიდარასტის სახელი და პუტანკას პუტანკას სახელი, თუ არ მოისვენებენ ესენი! ასეთ ანგაჟირებულ ჟურნალისტებს ვაფრთხილებ, გონს მოეგონ, თორემ სხვანაირად წაუვათ საქმე და ერთ მშვენიერ დღეს შვილი რომ მიუტრიალდებათ და ჰკითხავთ - დედა, ეს მართალიაო? მერე მიხვდებიან რაშია საქმე. მათ მიერ ჩვენზე მომზადებულ გადაცემებსა და რეპორტაჟებს ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები რომ უყურებენ, ამას არაუშავს? მაშინ მოუწევთ მათაც ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნა, როგორშიც ჩვენ ვვარდებით მათი საქციელის გამო!

 „ალია“, ნინო ლაბარტყავა